x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ვარსკვლავების ყველაზე "ცხელი" "ლუქები" "Vogue World"- ის წვეულებიდან

image


პარიზში, ჟურნალ "Vogue"-ის ისტორიაში მესამე "Vogue World"-ის მოდის ჩვენება გაიმართა. მოახლოებული ოლიმპიური თამაშებისა და მაღალი მოდის კვირეულის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, შოუს მოწყობა პარიზში, ვანდომის მოედანზე გადაწყდა, რომლის თემაც მოდასა და სპორტს შორის კავშირს მიეძღვნა. "Vogue World"-ის გუნდმა ფრანგული საპოდიუმო ჩვენება 1920-წლიდან დაიწყო, სადაც მოდის ისტორიაში ყოველი ათწლეული სხვადასხვა სახეობის სპორტს დაუკავშირა. ამგვარად, 50-იანი წლების მოდა საცხენოსნო სპორტს, 90-იანი წლები კი - ფეხბურთს დაეთმო.


image



ჩვენებაში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის არა მხოლოდ მოდელებმა, არამედ სპორტსმენებმა და მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმაც. სტუმრებს შორის იყვნენ - ევა ლონგორია, კეტი პერი, კარა დელევინი (ის ასევე უძღვებოდა გადაცემას პირდაპირ ეთერში), კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი, საბრინა კარპენტერი და სხვები. შოუს ტრადიციული წვეულებაც მოჰყვა, რომელზე დასწრებაზეც უარი არც ერთმა ცნობილმა სტუმარმა არ თქვა. საღამოზე სელებრითები საგანგებოდ შერჩეული "ლუქებით" წარსდგნენ. აბა, მისი უდიდებულესობა ანა ვინტურის მკაცრი კრიტიკის ქარ - ცეცხლში ხომ არ მოხვდებოდნენ? მაშ ასე, თქვენ წინაშეა ცნობილების ყველაზე "ცხელი" და გამორჩეული "ლუქები" პარიზის "Vogue World"- ის წვეულებიდან.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








0
204
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
204