ვარსკვლავები პორ@ომსახიობებმა შიშველი ქორწილი მოწყვეს(ვიდეო) 27 ივნისი, 17:41
ახალდაქორწინებულებმა "შიშველი" ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ბრაზილიელმა პორნომოდელმა ლუიზა მარკატომ და მისმა საქმრომ, ესპანელმა პორნომსახიობმა მაქსიმო გარსიამ, ოფიციალური ქორწინება სან პაულოში მღვდლის თანდასწრებით მოაწყვეს.
მოგვიანებით მათ გადაწყვიტეს ქორწილი უფრო ინტიმურ გარემოში აღენიშნათ. ამავდროულად, დრეს- კოდი არ მოითხოვდა რაიმე ტანსაცმელს. მათ დღესასწაულზე დაპატიჟეს თავიანთი მეგობრები პორნოინდუსტრიიდან და მოგვიანებით გამოაქვეყნეს ფოტოები წვეულებიდან. ერთ-ერთ ფოტოზე სრულიად შიშველი პატარძალი და საქმრო სტუმრებს შორის დგანან. ამავდროულად, მამაკაცებს საცურაო საცვალი ეცვათ, პატარძლის ხელისმომკიდეები კი სრულიად შიშველები არიან. „ეს ჩვენი ცხოვრების წესია, არ არის საჭირო ეკლესიაში ტრადიციული ცერემონიის ჩატარება ან რაიმე მსგავსი. ეს არ არის ჩვენი რეალობა. ჩვენ შევხვდით ერთანეთს პორნოინდუსტრიაში, ეს არის ჩვენი სამყარო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა გარსიამ ამ უჩვეულო ქორწილზე. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და მის მეუღლეს არ მიაჩნიათ, რომ მათი არჩევანი შეურაცხმყოფს რიტუალს ან ქორწილის ინსტიტუტს. მისი თქმით, ინტერნეტში ნეგატიური გამოხმაურებების მიუხედავად, ის ბედნიერია. „ქორწილი ჩვენებურად გვქონდა. ჩვენ შევხვდით პორნოში, ჩვენი მეგობრები არიან პორნოში, ჩვენ ვცხოვრობთ ამ სამყაროში. რატომ უნდა იყოს განსხვავებული? - აღნიშნა პორნომსახიობმა. 123 2-ს მოსწონს
|