x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135677
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი აპირებენ 700 კილომეტრიანი დამცავი კედლის აშენებას რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე

image
მოგეხსენებათ პოლონეთმა ბელორუსთან ააშენა დამცავი მავთულბადის და მავთულხლართების ბარიერი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტს საერთო ჯამში 400 მილიონი დოლარი დაუჯდა.
მიუხედავად ამისა, ამ ბარიერს ყოველდღიურად 200 არალეგალი უტევს პოლონეთში მოსახვედრად.

პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივად გადაწყვიტა რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ააშენოს ზეთანამედროვე სასაზღვრო ზოლი, რომელიც იქნება აგებული არა მავთულბადის და მავთულხლართებისაგან, არამედ ეს იქნება თანამედროვე ზეგამძლე მასალით დამზადებული კედელი, რომელზეც პარალელურად გაატარებენ მაღალი ძაბვის დენს სპეციალურად დამონტაჟებულ იზოლატორებზე.

პროექტის ღირებულება დაჯდება 2, 67 მილიარდი დოლარი. წერილი პროექტის დასაფინანსებლად უკვე გაეგზავნა ევროკავშირის თავმჯდომარეს. 4 ვეყნის ლიდერი ფიქრობს, რომ პროექტის დაფინანსება უნდა მოხდეს ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ, რადგან ეს პროექტი მათივე ინტერესებშია. საკითხი განიხილება დღეს 27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე.

ამასთან ერთად პოლონეთი ფიქრობს დახუროს უკანასკნელი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბელორუსთან, რომელიც დღემდე მოქმედებს ბელორუსთან-ამის თაობაზე განაცხადა ტელეარხ "TVN24"-ის ეთერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

მანამდე კი პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ ლოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე მდებარე ბარიერის გადალახვა მიუხედავად იმისა, რომ 400 მილიონი დოლარი დაჯდა ზოგიერთ მონაკვეთში არალეგალს შეუძლია გადალახოს 25 წამში.
აქედან გამომდინარე ბელორუსთან და რუსეთთან სასაზღვრო ზოლზე დამცავი კედლის აშენების საკითხებში განსაკუთღებით სწორედ პოლონეთი აქტიურობს, დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები.

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
76