x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
"კიტრი თუ არ მოვიდა, მო*****ნთ მკვდარი და ცოცხალიო... " - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
image

"პანაშვიდია, მისაღებიდან ტელევიზორი გატანილი, მეზობლის ნათხოვარ სკამებზე შავებში ჩაცმული ქალები ტირიან, ოქროსფერ ჩარჩოიან სარკეზე თეთრი ნაჭერი აქვთ გადაფარებული, კუბო-მაცივარი ბღუის, ერთი მეზობელი კანდელში ზეთს ამატებს, მეორე - თაიგულებს და გვირგვინებს კუთხეებში აწყობს...


ამ დროს შემოდის სრულიად უცხო ადამიანი, დაარტყამს წრეს, ყველას ხელს ჩამოართმევს, გულით მიუსამძიმრებს, ცრემლსაც ჩამოაგდებს, სადარბაზოში გამოვა, კართან მდგარ მგლოვიარე კაცებთან ერთად სიგარეტს გააბოლებს, იქვე საფერფლედ ქცეულ, წყალ ჩასხმულ ყავის ქილაში ჩააქრობს და იკითხავს ფული სად დავდოო?


თავიკაცთან მიასწავლიან, რომელიც ვიწრო სამზარეულოში, პატარა მაგიდასთან ზის, წინ მწვანე, თორმეტ ფურცლიანი რვეული აქვს გადაშლილი და ფულს ითვლის.



შევიდა, მიესალმა, ეს რა უბედურება დაგვემართაო, ხელიც ისე ჩამოართვა, როგორც კარგმა ნაცნობმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ვინ რამდენს წერსო?


- როგორ გითხრათ ბატონო, ზოგი ოცს, ზოგი ორმოცდაათს, ზოგი ას ლარსაც დებს... - აქ გააწყვეტინა, დაწერე ჩემი 500 ლარიო!


თავიკაცი წელში გასწორდა, გაიმართა და სულ სხვა პატივით და თვალით შეხედა... 500 ლარიო?


ხოო, დაწერე, დაწერე! ოღონდ მიაწერე კიტრობამდეო!


თავიკაცმა ცხვირზე ჩამოდებული სათვალე თითით გაისწორა და ბოდიშის მოხდით კითხა, კიტრობამდე რას ნიშნავსო?


კიტრი მაქვს დათესილი ჰექტარზე, აგერ ორ თვეში ველოდები მოსავალს, ავიღებ თუ არა, კლიენტი უკვე მყავს და მოვიტან ფულსო...


უკაცრავად ბატონო, მაგრამ ისე რომ მოხდეს ან სეტყვა მოვიდეს, ან მწერი შეესიოს, ბოლოს და ბოლოს გვალვამ დაიჭიროს და არ მოვიდეს კიტრი, რა ვქნათ მერეო?


კიტრი თუ არ მოვიდა, მო*****ნთ მკვდარი და ცოცხალიო... "

0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0