x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მუსულმანი ქალი ტანსაცმლით ზღვაში გადახტომისას ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს ტანსაცმლის გამო

image
ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა და არა მარტო ქართველმა მუსლიმმა იცის ჩემი დამოკიდებულება მათდამი და აქედან გამომდინარე მყავს ამდენი მუსლიმი ქართველი, ქისტი, ინგუში მეგობარი ფეისბუქის გვერდზეც და ცხოვრებაშიც. მილოცავენ და ვულოცავ რელიგიურ დღესასწაულებს.

მაგრამ ისიც იციან თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს იგივე მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით. იწამე ღმერთი, მაგრამ ნუ იქნები ფანატიკოსი და სათამაშო ვიღაცის ხელში.
როცა ვახერხებ და ჩემს მოძღვარს ვაბარებ აღსარებას, მეუბნება: "შენ მეომარი ხარ, მეომრის ვალია იომოს და სამშობლო დაიცვას, ომის დროს მეუფეები, მღვდლები და ბერები აბჯრით იმოსეებოდნენ და ჯარის გვერდით იბრძოდნენ წინა ხაზზე, ასე რომ მიენდე უფალს, იცხოვრე წესიერი კაცის ცხოვრებით და ვინც რა უნდა თქვას, ბოლო სიტყვა უფალს ეკუთვნის და ის განსაზღვრავს ყველაფერს".

ნადვილად არ მომეწონა როცა გონიოში რელიგიური წესების დაცვით ჩაცმულ დახურული ქალები დავინახე ზღვაში, ზღვაში თუ საცვლებით და ბიუსტჰალტერით შესვლის გერიდება ჩაიცვი სარაფანი კოჭებამდე, დაიხურე თავსაფარი და ეგაა. არავის არ ექნება უარყოფითი რეაქცია. ყაზახი გოგონები ბიკინებით ბანაობდნენ ზღვაზე, ეს შაოსნები არ ვიცი რა ერის შვილები იყვნენ, რადგან ვიცი აჭარელი მუსლიმი ქალი ზღვაში არ შევა ასე ჩაცმული და თუ შევა, ოჯახის წევრის თანხლებით შევა გვიან საღამოს.

ზედა სურათზე ხედავთ ქალებს, რომელთა ტანსაცმელი ისე გაბერა წყალში შესვლისას ჰაერმა, ერთი შეხედვით ლომვეშაპები გეგონებათ.

imageimageimageimageimage




0
611
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
611