x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

1918 წ. 8 იანვარს ვაშინგტონმა ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყარა, რომელიც «უილსონი 14 პუნქტის» (The Fourteen Points) სახელით არის ცნობილი. ეს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა (1913-1921 წწ.) მსოფლიოს წარუდგინა. ჩვენ კი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამერიკამ, სწორედ ამ დოკუმენტით გააკეთა განაცხადი, მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას (ფორმალურად) რაიმე ჩრდილოვანი საერთაშორისო ურთიერთობა არ ჰქონდა, თვითონ სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველა სხვა ქვეყანა, აშშ–ს სატელიტი და «დანამატი», ან ამერიკის «უმცროსი ძმა» გახდა.


image


რა თქმა უნდა, თავდაპირველად, «უილსონის პუნქტები», საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ალიანსთან დასაპირისპირებლად შეიქმნა. ხოლო, შემდეგ – როგორც ამბობენ «ჭამა მადაში მოდისო» და ამერიკას ამბიციები, დანარჩენი მსოფლიოს მართვის უფლებას, დღემდე აძლევს. ხოლო «ცივი ომის» პერიოდში, მისთვის ყველაზე «გემრიელი კუკმა» – სსრ კავშირი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, «უილსონი 14 პუნქტი», «ქაოსის სტრატეგიამ» ჩაანაცვლა, რომლის ძირითადი მიზანი ასევე – მთელი მსოფლიოს საკუთარ «მარწუხებში» დაჭერა იყო. თუმცა, პირველი სქემისგან განსხვავებით, ეს სამხედრო კი არა, პოლიტიკური მეთოდი იყო.


აშშ და დემოკრატია


შეიძლება ითქვას, რომ ეს 2 ცნება განუყოფელია. 1776 წ. აშშ, პირველ დემოკრატიული ქვეყნად იყო პოზიციონირებული, რაც ამ ქვეყნის 1789 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. XIX საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში უკვე არსებობდა ბალანსი, პიროვნების თავისუფლებას და რელიგიას შორის, იყო თანასწორობა და ინდივიდუალიზმის დომინირება. დღეს კი ეს ქვეყანა «ტოლერანტობის სამოთხეა». თუმცა, ამავდროულად, ის «სრული ნებადართულობის და ლიბერალობის სამოთხეც» არის.


სწორია, თუ არა ციტატა?


სტალინმა აღიარა, რომ დემოკრატია, – ხალხის მმართველობად მიაჩნდა. ხოლო, შემდეგ შენიშვნის სახით დაამატა, რომ რუზველტმა მას თვალსაჩინოდ აუხსნა, რომ დემოკრატია – ეს ამერიკელი ხალხის მმართველობაა... და არა მხოლოდ აშშ–ს ტერიტორიაზე, არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

და ეს მართლაც ასეა... აშშ–ს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს, მსოფლიოში წამყვანი პოზიციის დამკვიდრების პრეტენზია. და თუ ეს ყოველთვის არ ხერხდება, – «უფროსი ძმა», მაინც ყოველთვის «უფროს ძმად» რჩება. ხოლო, დანარჩენი ქვეყნები, მას ან თავს უხრიან, ან «ფსკერზე» აღმოჩნდებიან ხოლმე.

ამერიკის სხვა ქვეყნებზე გავლენის მიზეზი კი ის არის, რომ მას 2 მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ფული და ძალაუფლება. და როგორც ამბობენ, – «ვინც იხდის – მუსიკასაც ის უკვეთავს»...


imageარხის სხვა სიახლეები:


* დანიელ სვაროვსკი – დიდი იმიტატორი, თაღლითი, თუ ბრწყინვალე ინჟინერი?

* სად ინახება არამიწიერი ცივილიზაციების არტეფაქტები?

* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



6
304
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
304
  
33 წელია ვართ ატუზულები ამერიკის კარზე და ერთი საწარმო არ გაუხსნია,სანაცვლოდ უამრავ უაზრობას გვატენიან. ხოდა საკმარისია,ჩინეთისკენ გაიხედეს და უკვე კონტურები გამოჩნდა სარგებლის. უვიზო მიმოსვლის ამბავი უკვე ცნობილია და ამბობენ,ჩინური ბანკები შემოვლენ და იაფ პროცენტიან სესხებს გასცემენო. 14 ბანკი არის რეგისტრირებული ქვეყანაში და 13 არის დასავლური ბანკები ანუ ადამიანების გაყვლეფაში იღებენ მონაწილეობას. ერთი არის ქართუ ბანკი და ის არ გასცემს სესხებს მცირე და მიკრო ბიზნესზე,საშუალო და მაღალ სეგმენტზე მუშაობს. ფინანსური ორგანიზაციები არის ამერიკული მსოფლოს მართვის არსი და დოლარიზაცია მსოფლიოსი. მაგის ალტერნატივაზე უკვე მუშაობს ბრიქსის ქვეყნები,ხოდა მალე ეგეც შემოაბიჯებს. ამერიკის ჰეგემონია დასრულებულად გამოცხადდება სულ მალე,ამ საუკუნეს ვერ გადაურჩებიან
აბა რა,რუსული პროპაგანდა არის ყველაფერი:) ისიც რუსული პროპაგანდა არის,ბლიკენი სადაც წავა ომის დამნაშავეს და ბავშვების მკველელს ეძახიან. ყველაფერი ცუდის რუსებისთვის დაბრალება არის ამერიკული პროპაგანდა და პირიქით. ამერიკაც და რუსეთიც არიან იმპერიები,რომელთა ქმედებებმა მილიონობით ადამიანის სოცოცხლე შეიწირა და კიდევ შეიწირა. უბრალოდ,საქართველოში ამ ორი ქვეყნის აგენტებს ვერ აღიარებინებ ამას,ერთი სულ რუსეთს აბრალის ყველაფერს და მეორე,სულ ამერიკას. აგენტებს რა უჭირთ,ფულს მაინც იღებენ გაწეულ შრომაში,მარა სასარგებლო იდიოტებზე რა მოგახსენოთ. გვაქვს მოცემულობა,როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს,ხოლო ამერიკა ღაზაში აკეთებს იგივეს. ერთი დაგმობილი და გარიცხულია თითქმის ყველაფრიდან,ხოლო მეორეს ანგელოზის მანტია აქვს მოცმული,ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავს. გამოდის რო მსოფლიოს ამერიკა მართავს და ვინც მართავს,ის აკონტროლებს პროპაგანდასაც.
რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე და არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს
ამიტომაც ამ ომში ჩვენ მხარე უკვე არჩეული გვაქვს,მართალია არაოფიციალურად,თუმცა არჩეული გვაქვს. ხოდა რუსეთის ან ჩინეთის რბევას კი არ უნდა ქომაგობდეთ,ამერიკა-ბრიტანეთის დაქცევას ანუ კოლექტიური დასავლეთის. ამიტომაც არის რო ქოცებს ყველანაირად უტევენ,თავისივე მოგონილი წესების ფორმალურად დაცვაც კი ფეხებზე დაიკიდეს,პანიკაში არიან და არ ელოდენენ ამას. ამერიკას აქვს სახელი,თუმცა აღარ აქვს ძალა და გაქანება იმის რო ეომოს რუსეთს. ბიძო მიხვდა რო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უბერავს თბილი ქარები და მიაფიცხა ზურგი
თავდაუსხმელობის პაქტი,როცა გემრანიამ და სსრკ ერთობლივად გაყოფა დაგეგმეს მიწების,ხოლო გერმანიამ პოლონეთში შეიჭრა,ბრიტანეთს ჯერ კიდევ ეგონა რო საზღვაო იმპერია იყო და ამიტომაც გამოუცხადა ომი გერმანიას. რა გგონიათ,პოლონელები ადარდებდათ? მეტი არ იქნას. ისინი უფრთხოდნენ გერმანია,რუსეთს და ჩინეთის გაერთიანებას,ამის ჩაფსმადე ეშინოდათ. ახლაც ასეა,უკრაინა ფეხებზე კიდიათ,ეს არის სახმელეთო და საზღვაო იმპერიებს შორის ომი. რუსეთს სხვა გზა არ ქონდა,ძალიან მოუახლოვდა საზღვაო იმპერია და მისთვის სტრატეგიულ მიწას შეეხო,ხოდა ბუთქა ბომბი. ბალტიის ქვეყნები წაართვეს,რადგან მაშინ სუსტი იყო და ვერც სხვამ ჩაანაცვლა. ახლა კი,ძლიერია და ჩინეთიც გვერდს უმშვენებს. არავის ეგონოს რო თუ რუსეთი დამარცხდება,ყველაფერი დასრულდება,ჩინეთი გახდება სახმელეთო იმპერიის სათავეში და ის იომებს ამერიკასთან. საქართველომ გაიაზრა რისი ნაწილია და არჩევანი გააკეთა,ჩვენ სახმელეთო იმპერიის ნაწილი ვართ და არჩევანი გაკეთდა. ახლა ამერიკა ახტეს და ჰაერში გაეფსკვანჯოს,ეს არის შეუქცევადი პროცესი და ვერაფერს შეცვლის ამერიკა. რას შეცვლის,მალე ჩაყლაპავენ მაგასაც,ეს საუკუნე არის ამერიკის დასასრულის დასაწყისი და მალე ვნახავთ მაგის კონტურებსაც. ჯერ შეხედეთ რა ხდება,ტრამპს და ბადენს შორის აქვთ არჩევნები გამართული,ერთი კუილს ვერ იკავებს და მეორე იფსავს,ეს არის ამერიკის რეალური სახე. მანდ ერთი თუ გავარდა ტყვია,მერე ღმერთმა უშველოთ იქოურებს. ისე არ იქნებოდა ცუდი,ვინმე წახმარებოდა ამ ამბავში
XIX საუკუნის დასაწყისში,რა თანასწორობა ქონდათ,როცა ქალებს ისევ ხმის უფლება არ ქონდათ და ინკუპატორად ყავდათ,შავები კი მონებად. ლინკონლის დროს მოხდა გარდატეხა ამ ამბავში,თუმცა დღემდე ვერ დაიძლია ეგ პრობლემა,შავებს ისევ უბრახუნებენ.

რაც შეეხება იმას რო ამერიკამ როდის დაიწყო მსოფლიო ბატონობაე ფიქრი,როცა ბრიტანეთს აჭამეს და პირველ მსოფლიო ომში გატენეს,ასე მოუღეს ბოლო ბრიტანეთის საზღვაო იმპერიის ჰეგემონობას. მანამდე,სახმელეთო იმპერია ამერიკას გაუჩნდა ამბიცია რო ბრიტანეთი ჩაენაცველებინა,რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგეგ სრულად მოახერხა. იქედან მოყოლებული,სსრკ მთავარი მეტოქე გახდა,დღეს რუსეთის არის და ასე გაგრძელდება. სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციებს შორის კონფლიქტი სულ იყო და იქნება,ერთის ან მეორის სრული გამარჯვება საბოლოოდ შეუძლებელია,შეიძლება ცოტა ხანი ერთი იყოს დომინანტი,თუმცა საბოლოდ ბალანსი დამყარდება და ან ძველი გაძლიერდება ან ახალი წარმოიქმნება.
0 1 6