x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
“სამი ბილეთი ტიტანიკზე”- ირლანდიაში გათხოვილი სოფიო მეტრეველის სევდიანი ისტორია

image
"ახალგაზრდა ირლანდიელი პოეტი ჯეიმს ო’ლირი საქართველოში ლეგენდას ჩამოჰყოლია, სურდა საკუთარი თვალით ეხილა ულამაზესი მანდილოსნები.
ერთხელაც, თბილისში წიგნის მაღაზიაში ყოფნისას მშვენიერ ქალს გადააწყდა. ვინაობა უკითხავს. სოფიო მეტრეველი გახლავთო, მოახსენეს.
ის დღე იყო და მოსვენება დაუკარგავს უცხოელს. მეტრეველის ქალი გულში ჩავარდნია. მისი სახლის მისამართიც გაუგია და ხელის სათხოვნელად მზად იყო, მაგრამ სოფო მეტრეველის გული საქართველოს ბულბულს ვანო სარაჯიშვილს დაეპყრო. სოფო მომღერლის ფოტოს მედალიონში ინახავდა და თან ატარებდა.
პოეტი ალბათ გაწბილებული დარჩებოდა, ვანო სარაჯიშვილი რამდენიმე წლით მილანში რომ არ გამგზავრებულიყო.
ამასობაში ქალაქში ჭორი დაირხა. მომღერალი იტალიელ ლამაზმანზე დაქორწინდა და შვილიც შეეძინაო.
დადარდიანებული სოფო მეტრეველი ო’ლირის მეუღლე გახდა და ირლანდიაში გაემგზავრა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინათ. ქალის პირობა ასეთი იყო, შვილებს მისი, ქართული გვარი უნდა ეტარებინათ. ო’ ლირმა ცოლს სურვილი შეუსრულა.
წლების შემდეგ პოეტს გეგმები შეეცვალა და საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა ისურვა.სოფო მეტრეველი დარდისგან ლოგინად ჩავარდა. ქმარმა თავისი არ დაიშალა და სამი ბილეთი აიღო იმ დროის საოცრებად მონათლულ გემ “ტიტანიკზე”. ეს ო, ლირის ბოლო მოგზაურობა იყო. იგი დაიღუპა, თუმცა ორივე ბავშვი გადარჩა. ბიჭები ისეთი პატარები იყვნენ, რომ ვერ ხსნიდნენ სად იმყოფებოდა მათი მშობელი.
სოფო მეტრეველმა პრესის საშუალებით მიაგნო შვილებს და ორი თვის შემდეგ გულში ჩაიკრა ბიჭები. მალევე მამის ხსოვნის საპატივცემულოდ ვაჟები ქმრის გვარზე გადაიყვანა.
გავიდა ორი ათეული წელი და ევროპაში გასტროლებზე მყოფი ვანო სარაჯიშვილი კულისებში ორმა მშვენიერმა ყმაწვილმა ინახულა. ძმებმა მომღერალი ვახშამზე მიიწვიეს. მასპინძელი მშვენიერი სოფო მეტრეველი გახლდათ, რომელიც ახალგაზრდა შეყვარებული გოგო აღარ იყო, მაგრამ წლებს მისი სილამაზე დაენდოთ, ისევე, როგორც მაესტროსადმი სიყვარული.
ეს მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო. სოფიო მეტრეველი ო’ლირი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, იგი ირლანდიაში გარდაიცვალა.
საიტიდან:”Маленькая Грузия”- “სამი ბილეთი ტიტანიკზე”
0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0