x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135659
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
"ნაცთა, გნაცთა და შმაცთა დავთრების თანახმად, კახა კალაძე ჯადოქარია!"-გელა ზედელაშვილი

image

"ნაცთა, გნაცთა და შმაცთა დავთრების თანახმად, კახა კალაძე ჯადოქარია!
დიახ, მეგობრებო, როგორც ისინი ამტკიცებენ და გოცირიძე რომანიც კვერს უკრამს, კალაძეს შეუძლია, ორი დღით ადრე ნებისმიერ კონკრეტულ ადგილზე მეწყერის ჩამოწოლა იწინასწარმეტყველოს და საკუთარი შვილები იქაურობას განარიდოს.
მეტიც!
კალაძეს შეუძლია, რამდენიმე დღით ადრე იგრძნოს მიწისძვრა და, თუ მისი ოჯახის წევრები საშიშ ზონაში იმყოფებიან, ეგრევე გახიზნოს.
მეტიც!
კახა კალაძეს შეუძლია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც კი გაყიდოს საქართველოს ნაკრების თამაშები, თანაც ძაან ოთუზბირად.
ეხლა არ მითხრათ, ეგ უკვე შეუძლებელიაო!
image


არ ვიცი, ამას ნაცები ამტკიცებენ და რაკი ნაცები ამტკიცებენ და გოცირიძე რომანიც ტაშს უკრამს, ესე იგი, ეგრეა.
მეტიც!
კალაძეს შეუძლია, ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე, თითოეულ ფეხბურთელზეც. ეტყვის - გამოდი, ხეირიანად ითამაშეო, გამოვა და ხეირიანად თამაშობს. აი, ზუსტად ეგრე “გააფუჭა'' ზივზივაძე ბუდუ, რომელმაც ამას წინებზე თქვა, ალა ლუსულ კანონსო, ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვითო. ეს არ მოეწონა კალაძეს და დისტანციურად უბრძანა - ბუდუ, შენ უნდა გაფუჭდეო. ბუდუც გაფუჭდა, სხვა რა გზა ჰქონდა? არ გაფუჭდებოდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა.
ახლა ხვდებით, რატომ არ თამაშობს ბუდიონი კი არა და... ბუდუ?!
image
რაღა დაგიმალოთ და... კალაძისნაირ ჯადოქრებს შუა საუკუნეებში მაგრადა სჯიდნენ. ახლა აღარ ჩამოვთვლი, როგორ და რანაირად. ამას რომ ჯორდანო ბრუნოს ეპოქაში ეცხოვრა, იმაზე ადრე ამოიჩემებდა, დედამიწა მრგვალია, თანაც ბრუნავს, თანაც ცოტა გადახრილიაო და ალბათ ხვდებით, ეს ამბავი როგორც დამთავრდებოდა. მადლობა უფალს, რომ დღეს იმავე დედამიწის ზურგზე დემოკრატია და პლურალიზმი ზენიტშია, ის მეთოდები აღარ არი.
თუმცა!
image
როგორც ნაცთა, გნაცთა და შმაცთა უმეტესობა ითხოვს, კალაძეს ამ ჯადოქრობისთვის საკადრისი უნდა მიეზღოს.
image
ცნობისათვის: საქმე ის გახლავთ, მეგობრებო, რომ ნაცთა, გნაცთა და შმაცთა 99% ამაზე სერიოზულად მსჯელობს და სერიოზული დასკვნებიც გამოაქვს.
ადრე ვფიქრობდი, რომ საქართველოში 2-3 ფსიქიატრიული დაწესებულება გვეყოფოდა, მაგრამ ახლა სრულიად შეტრიალებული სურათი გვაქვს - ობიექტების აშენებამ აზრი დაკარგა, სადმე უნდა შემოვღობოთ და ესენი იქ შევყაროთ. რასაკვირველია, შემოღობილში განაგრძობენ გამოკვლევებულობების ჩატარებას, ეყოლებათ თავიანთი პრეზიდენტი და მთავრობა, ექნებათ გერბი, დროშა, ჰიმნი და “ფეჩატი''.
არ ვიცი, ხალხო, მეტი რა გავაკეთოთ?
image
თუ უკეთესი იდეა გაქვთ, თქვით, ნუღარ მალავთ, დრო არ ითმენს!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0