x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკის ისტორიული მუზეუმი საქართველოს აზიელ ხალხებს მიაკუთნებს და რუსეთთან შეერთებულ ქვეყანას უწოდებს
image

შესავალი აზიის ხალხთა დარბაზში – საქართველოს მაგალითი, - აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, (National Museum of American History-მთავარ ფოტოზე) აზიის ხალხთა დარბაზში არსებულ საქართველოს კუთხესთან არის განთავსებული.



როგორც მუზეუმის მიერ შედგენილი ქვეყნის მოკლე დახასიათებიდან ხდება ცნობილი, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებში ნაჩვენებია ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის რეგიონების კულტურული გავლენა.


გვხვდება ჩანაწერი იმის შესახებაც, რომ საქართველო პოლიტიკურად შეერთებულია რუსეთთან.



"დასავლეთ აზიის მთიანი ჩრდილოეთი ნაწილი გამოყოფს ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებს ცენტრალური, ანუ შიდა აზიის ფართო სტეპებისგან. იქ მცხოვრებ ადამიანებში, როგორც წესი, ნაჩვენებია კულტურული გავლენა სამივე დასახელებული რეგიონიდან.

მაგალითად, საქართველოს მოსახლეობა ქრისტიანია (ახლო აღმოსავლეთის გავლენა); პოლიტიკურად შეუერთდა რუსეთს (შიდა ევრაზია); საუბრობენ ქართულ ენაზე (ძირძველი).

ქართველები ასევე ასახავს ამ დარბაზში არაერთხელ ხაზგასმული გარკვეული თემების ილუსტრირებას:


ქართული იდეოლოგია, ანუ რწმენის სისტემა არის ქრისტიანობა ან ზოგიერთისთვის ისლამი.


რაც შეეხება პოლიტიკას, ავტორიტეტის წყაროს, ქართველები აღიარებენ ქალისა და მამაკაცის თანაბარ პასუხისმგებლობას.

სოციალურ ორგანიზაციაში ისინი მიჰყვებიან ძირითად ქრისტიანულ ოჯახურ სტრუქტურას; ტრადიციულად, კეთილშობილური კლასი მართავდა საზოგადოებას.

ეკონომიკა, საარსებო და ვაჭრობის საფუძველი, ქართველებისთვის ნიშნავდა სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას და სპეციალურ კულტურებს – მაგალითად, ჩაის.

ქართული ტექნოლოგია, გარემოს ექსპლუატაციის მეთოდები მოიცავდა ლითონის იარაღებს, იყენებდნენ ცხოველურ და წყალს." - ვკითხულობთ საქართველოს შესახებ მუზეუმის ინფორმაციაში.

image

4
302
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
302
  
ხოდა ამერიკა აჯაფსანდალი არის,თუმცა მათ შევნატრით აგერ უკვე 33 წელია. ერს,რომელსაც 2000 წლოვანი ქრისტიანული და 3 ათას წლოვანი სახელწიფოებრიობის ტრადიცია აქვს,შენატრის აჯაფსანდალ ქვეყანას. მერე გეთქმევინება რამე და მტერი ხარო გეტყვიან. ისინი აჯაფსანდალი არიან,მარა ჩვენ კოლექტიური აზროვნებაც რო აჯაფსანდალია,ამას რა ვუყოთ მასწავლებელო?
და რა გეწყინათ?გეოგრაფიული დაყოფით საქართველოს ნახევარი არის ევროპაში და ნახევარი აზიაში. პოლიტიკურად,კი მიგვაკუთვნეს ევროპას,თუმცა ეგ პირობითია. ქართველები არც ევროპელები ვართ ბოლომდე და არც აზიელები. ჩვენი ისტორია და მენტალიტეტი მიუთითებს ამაზე,იქეთაც ვართ და აქეთაც,არც იქეთ ვართ და არც აქეთ. აზიელი აზიელად არ გვთვლის და არც ევროპელად მივაჩნივართ,ხოლო ევროპელისთვის ევროპელი არ ვართ და არც აზიელად მიგვიჩნევენ. ასე იყო ისტორიულადაც და რატო დაგეწვათ გული? ეგვიპტის სულთანმა,როცა იერუსალიმი დაიკავა და ევროპელებს პანღური ამოარტყა,ქრისტიანების დაცვის ნება ქართველებს მისცა(თამარის მოთხოვნით). ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქართველები,არც ევროპელები და არც აზიალები,ჩვენ ვართ კავკასიელები. ტერიტორიულადაც,აზიის და ევროპის გზაგასაყარზე ვსახლობდით და ვსახლობთ,ხოდა სადაც ვცხოვრობთ,ისეთებიც ვართ. რაც მთავარია,დიდი აზრი არ აქვს სხვა რას ფიქრობს,შენი წარმოდგენა არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე. მე მაგალითად,არც აზიელად მივიჩნევ თავს და არც ევროპელად. ყველაფერს რო თავი დავანებოთ,არცერთი მომწონს მაინცადამიანც და რატო შევეტენო. ჩემთვის,აზია ასოცირდება ურდოებსა და სახალიფოებზე,ხოლო ევროპა ჯვარსონებთან,ინკვიზიციასთან და კოლონიზაციასთან. არც ურდო ვიყავით და არც ხალიფატი,არც ჯვაროსნულ ბრძოლებში ვიღებდით მონაწლიეობას,არც ხალხს ვწვავდით და არც კოლონიები გვქონდა. თან ქრისტიანული ღირებულება,რაც მივიღეთ და როგორადაც,ის შევინარჩუნეთ აგერ უკვე 1700 წელია ოფიციალურად და ისე 2000 წელი.
25 ივნისი, 23:58
ესენი თავისი არსებობის მანძილით საზღვრავენ?! რა ჩაი, რის ჩაი....
აჟრიალებთ ეტყობა:)
25 ივნისი, 12:23
ვაი მაგათ პატრონს... თვითონ ვინ არიან? – "აჯაფსანდალი?"
0 1 4