x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სირცხვილია, როცა გიჩანს": ვარსკვლავები, რომლებსაც სამოსმა უმტყუნა
image


ალბათ, ყველა ადამიანის ბუნებრივი სურვილია ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული იყოს, ამიტომ ხშირად ძალისხმევას არ ვიშურებთ და თამამი ფანტაზიის წყალობით ვცდილობთ საერთო მასიდან გამოვირჩეოდეთ, ამაში კი სწორედ ის ეპატაჟური ჩაცმის სტილი გვეხმარება რომელიც შეუმჩნეველს არასდროს გვტოვებს, თუმცა სურვილი რეალობას ყოველთვის არ ემთხვევა და მსგავსი "ექსპრიმენტები" ხშირად სრული ფიასკოთიც სრულდება. სწორედ, ასეთი მწარე მარცხი იგემეს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმაც, რომელთა სურვილი მხოლოდ საკუთარი ჩაცმულობით გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო. მოდით, ვნახოთ ის ცნობილი ქალბატონები, რომლებიც არასწორად შერჩეული სამოსის "წყალობით" კრიტიკის ობიექტები გახდნენ.


image



ქარდი ბი "Bonnaroo Music Festival"-ზე გამოსვლისას "ტვერკის" ისე მონდომებით ცეკვავდა, რომ მისმა კომბინეზონმა მომღერლის ცეცხლოვან ტემპერამენტს ვერ გაუძლო და ის ყველაზე უადგილო ადგილას გაერღვა.


image


კანის კინოფესტივალისთვის ემბერ ჰერდმა ისეთი თამამი, აბრეშუმის კაბა შეარჩია რომ პუბლიკისთვის საჩვენებელი მსახიობს პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.


image


სამეფო ოჯახის წევრთა დრეს-კოდი განსაკუთრებულ მოკრძალებასა და თავშეკავებულობას მოითხოვს, თუმცა ერთხელ მეგანმა თავისი ქვედაბოლოს გამჭვირვალეობა სათანადოდ ვერ გათვალა და მისი შავი საცვლები კაშკაშა მზის სხივების ქვეშ ყველამ იხილა.



image


ენ ჰეთევეი ფილმის გადაღებისას დინამიურმა სცენამ ისე გაიტაცა, რომ თავისი აფრიალებული ქვედაბოლო ვერც კი შენიშნა, შესაბამისად, მსახიობის კოლგოტის "შორტიც" და მაკორექტირებელი თეთრეულის ნახვაც ყველამ შეძლო.








0
486
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
486