x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
რა საბედისწერო აბისგან გარდაიცვალა სინამდვილეში ბრიუს ლი?

image


ითვლება, რომ საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, რომელიც შესაშური ენერგიულობითა და ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, ჩვეულებრივი ასპირინის აბისგან გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ბრიუს ლიმ, რომელიც არასოდეს იღებდა ასეთ წამლებს, არც კი იცოდა, რომ ალერგიული იყო ასპირინზე, თუმცა, ასეა კი რეალურად?




ოსტატის გარდაცვალების გარემოება


image


ცნობილი მსახიობი, ფილოსოფოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, კუნგ ფუს ოსტატი და ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი ბრიუს ლი 1973 წლის 20 ივლისს სრულიად ჯანმრთელი გარდაიცვალა, მაშინ ლი მხოლოდ 32 წლის გახლდათ. იმ მომენტში ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტებმა, რომლებმაც ბრიუს ცხედარი გაკვეთეს განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა 18 წლის მოზარდს შეესაბამებოდა, თუმცა არსებობს სხვა მტკიცებულებაც, რომლის მიხედვითაც ლის თავის ტკივილები აწუხებდა, რამაც მას საბედისწერო აბის მიღება აიძულა.


image

თუ ოფიციალურ დასკვნას დავუჯერებთ ბრიუს ლიმ სიკვდილის წინ ჩვეულებრივი ასპირინი მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. აღნიშნული ვერსიის თანახმად, პრეპარატის მოქმედების შედეგად ლის ანაფილაქსიური შოკი (ალერგიული რეაქცია) განუვითარდა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია. ერთ - ერთი ვერსიით, XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი მსახიობ ბეტი პეის ბინაში გარდაიცვალა. სწორედ მან მისცა ბრიუსს მისივე თხოვნით ასპირინი, რომელსაც საშინელი თავის ტკივილი ჰქონდა, მას შემდეგ ლი გონს აღარ მოსულა.





პრეპარატები, რომლებსაც ლი იღებდა


image


სხვათა შორის, აბი, რომელიც ზემოხსენებულმა მსახიობმა ბრიუს ლის შესთავაზა, სულაც არ იყო ჩვეულებრივი ასპირინი. ბრიუს ტომასი თავის წიგნში "Bruce Lee: Fighting Spirit" წერს, რომ ლი ღებულობდა პრეპარატს, სახელწოდებით "Equagesic", რომლის შემადგენლობაში არა მხოლოდ ასპირინი, არამედ ტრანკვილიზატორი მეპრობამატიც შედიოდა, ამიტომ დღეს, დარწმუნებით შეუძლებელია იმის თქმა, კონკრეტულად რომელმა კომპონენტმა დამართა ცნობილ მსახიობს ანაფილაქსიური შოკი. საინტერესოა, რომ ბრიუს ლის ცოლი ლინდა ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი იმ დროს ექიმის მიერ დანიშნულ ეპილეფსიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებდა, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ ასპირინი შედიოდა. ბიოგრაფ ფიოდორ რაზაკოვის თქმით, ბეტი პეიმ ბრიუს ლის მისცა ასპირინის აბი მცენარეული დანამატებით, რომელიც თითქოსდა ინდივიდუალური რეცეპტით სპეციალურად მისთვის მზადდებოდა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ასპირინისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ურთიერთქმედება ადამინისთვის შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს.



სიკვდილის სხვა ვერსიები


image


ვერსია, რომ ბრიუს ლი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, თუმცა ბევრს არ სჯერა, რომ ბრიუს შეეძლო "წარმატებით" შეეთავსებინა ერთმანეთისთვის საბრძოლო ხელოვნება და აკრძალული ნივთიერებები. ამავდროულად, არ უნდა გამოვრიცხოთ ის ფაქტიც, რომ სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრიუს ლის გადასაღებ მოედანზე ეპილეფსიური შეტევა დაემართა. სწორედ ამიტომ დაენიშნა მას ანტიეპილეფსიური პრეპარატი.


image


მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკის კვალი მის კუჭში მართლაც იქნა აღმოჩენილი, ლეგენდა იმის შესახებ, რომ ის სიცოცხლეს სხვა ოსტატმა გამოასალმა მის თაყვანისმცემლებში კვლავ პოპულარულია. როგორც მეთიუ პოლი თავის წიგნში "Bruce Lee: I Will Never Give Up" წერს, დაქირავებული მკვლელი თითქოს ერთი შეხებით ნერვული ცენტრების დაზიანების ხელოვნებას ფლობდა. ასეთი შეხება დაგვიანებულ სიკვდილს გამოიწვედა, რაც გარდაცვალებამდე ლის ცუდად ყოფნობას ახსნიდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიებია, რომლებიც დღემდე არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.









0
499
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
499