სხვა
7 სულისშემძვრელი ფოტო, რომლებიც სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული
24 ივნისი, 13:31
სიკვდილი - ყველა ადამიანში შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით, რომ ეს - გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც ამ ადამიანების გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იქნა გადაღებული. დამეთანხმეთ, რომ არის მათში რაღაც საზარელი და შიშისმომგვრელი.
ვეტერანი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯასტუს ბელფილდმა სიკვდილის წინ ბოლო ფოტოსთვის უკანასკნელად თავისი სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ის 98 წლის იყო.
ბოლო სელფი
15 წლის გარი სლოკმა, დედასთან პეტრა ლანგეველდთან ერთად ეს ერთობლივი ფოტო მალაიზიის ავიახაზების MH17- ის ბორტზე 2014 წლის 17 ივლისს გადაიღო. თვითმფრინავი აფრენიდან მალევე აღმოსავლეთ უკრაინაში მეომრების მიერ იქნა ჩამოგდებული, რის შედეგადაც ყველა მგზავრი დაიღუპა.
ჰიტლერი
ამბობენ, რომ ეს დიქტატორის ბოლო ფოტოა. მან თავი ბერლინის მახლობლად მდებარე ბუნკერში 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა.
მკვლელის ფოტო
მანილაში (ფილიპინები) საოლქო საბჭოს 35 წლის დეპუტატმა რეინალდ დაგსამ მეუღლისთვის, ქალიშვილისა და დედამთილისთვის ფოტოს გადაღებისას შემთხვევით კადრში თავისი მკვლელი იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა და მას იარაღი დაუმიზნა. წამის შემდეგ დაგსა უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოსამშვიდობებელი პოსტი
22 წლის მექსიკელმა გაბრიელა ერნანდეს გერამ ეს საშინელი სელფი თავის ფეისბუქგვერდზე 2013 წელს გამოაქვეყნა, შემდეგ კი უიღბლო სიყვარულის გამო თავი ჩამოიხრჩო.
მომაკვდინებელი ტრიუკი
ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წამის შემდეგ, 17 წლის რუსი რუფერი ანდრეი რეტროვსკი 12 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა.
ბოლო სელფი
21 წლის სტეფანი ერნანდესმა "Snapchat"- ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მეგობარი მას იარაღს უმიზნებს. იმავე საღამოს მეგობარმა მამაკაცმა სტეფანი თავის არეში გასროლით მოკლა.