x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135644
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
როგორ გადაარჩინა სტალინმა თბილისი დაბომბვას

image

იაკობ კედმი: „სტალინს დასავლური პუბლიცისტიკა ლამის კაციჭამია მანიაკად, კანიბალად მოიხსენიებს. მოჰყავთ უამრავი მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და საქმის ნამდვილ არსს არანაირად არ ასახავს. ასეთი მომენტები კი უამრავია, როგორც სტალინის ოფიციალური მმართველობის, ასევე მისი რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია არსენა ჯორჯიაშვილთან დაკავშირებული ისტორია. 1908 წლის 16 იანვარს თბილისში, ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარიატინსკის აღმართზე ტერორისტული აქტი განხორციელდა. რუსთაველის (მაშინ გოლოვინის) პროსპექტზე ამავალ ეტლს ტერორისტებმა ყუმბარა ესროლეს და ყველა შიგ მსხდომი დახოცეს. დაზიანდნენ გამვლელებიც, არაერთი დაიჭრა კიდეც. ეტლში რუსეთის არმიის ოფიცრები ისხდნენ, მთავარი სამიზნე კი გენერალი გრიაზნოვი იყო – რუსეთის არმიის გენერალი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი.



გრიაზნოვი აქტიურდ მონაწილეობდა რევოლუციური მოძრაობის თაოსნობით გამართულ მიტინგებისა და დემონსტრაციების დარბევაში. სწორედ გრიაზნოვმა ჩაახშო სისხლში აჯანყება გურიაში და უამრავი ადამიანი უმოწყალოდ დახოცა. ამიტომ მას რევოლუციონერებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, რომელიც 1906 წლის 16 იანვარს წარმატებით განხორციელდა. ამ ტერაქტის პრეისტორია კი ძალიან საინტერესო იყო.


ტერაქტამდე 5 დღით ადრე რევოლუციონერ-ტერორისტებს ყველაფერი მზად ჰქონდათ და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. ბომბები მუშებმა თბილისის დეპოში დაამზადეს. იქვე გაიმართა საიდუმლო გენერალური თათბირი მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე და ყველაფერი დაზუსტდა. ეს შეკრება დასასრულს უახლოვდებოდა და მისი მონაწილეები უკვე უნდა დაშლილიყვნენ, რომ შეკრებაზე 26 წლის „კობა“ მივიდა, ანუ სტალინი, რომელიც იმ პერიოდში კობას ფსევდონიმით მოღვაწეობდა. კობა დეპოს მუშების კურატორი იყო ბოლშევიკების პარტიიდან და მათი იდეურ-რევოლუციური აღზრდა ევალებოდა, ასევე, სხვადასხვა აქციის მომზადება და შესრულება. იმ პერიოდში, როდესაც დეპოში გრიაზნოვზე თავდასხმა დაიგეგმა და მომზადდა, კობა, კამოსთან ერთად, ბაქოში იმყოფებოდა. ამიტომ საქმის კურსში არ იყო და ეს აქცია მასთან შეუთანხმებლად მომზადდა.



კობა ერთი საათის დაბრუნებული იყო ბაქოდან და უკვე დაძინებას აპირებდა, რომ ამ თათბირის შესახებ ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, კოლია ერქომაიშვილმა შეატყობინა. კობა მაშინვე დეპოსკენ გაემართა. სტალინის გამოჩენას მოთათბირეები არ ელოდნენ. როდესაც სტალინი საქმის კურსში ჩააყენეს, მან კატეგორიულად აკრძალა დანიშნულ დროს ტერაქტის განხორციელება. ეს კი იმით დაასაბუთა, რომ უახლოეს პერიოდში საპროტესტო მანიფესტაციის მოწყობას აპირებდნენ და გრიაზნოვი რომ მოეკლათ, გააფთრებული რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები მანიფესტანტებს დახოცავდნენ, დიდი მსხვერპლი იქნებოდა.


სტალინმა მათ შესთავაზა, ტერაქტი გადაედოთ და გრიაზნოვზე თავდასხმა საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ არა, თბილისის გარეთ მაინც მოეწყოთ. სტალინს ტერორისტული ჯგუფის მეთაური, ცნობილი ტერორისტი ბაჭუა კუპრეიშვილი შეეწინააღმდეგა. თუმცა სტალინმა მას კატეგორიულად აუკრძალა ამის გაკეთება და შეკრება დაიშალა. მიუხედავად ამისა, კუპრეიშვილმა პირადად ესროლა ბომბი გენერალ გრიაზნოვს და სხვებთან ერთად გაქცევაც მოახერხა. მხოლოდ არსენა ჯორჯიაშვილმა ვერ შეძლო ეს, მან კანტუზია მიიღო და შემთხვევის ადგილზე მისულმა ჟანდარმერიამ, პრევენციის მიზნით, ის და სხვა დაზარალებულები დააკავა.


ჯორჯიაშვილი უგონოდ იყო და ის ციხის ლაზარეთში დააწვინეს, რათა ემკურნალათ და მერე დაეკითხათ. კობამ რომ ყველაფერი შეიტყო, საგანგებო-საიდუმლო შეკრება მოიწვია და კუპრეიშვილს უთხრა, ჟანდარმერიას ჩაჰბარებოდა და დანაშაული ეღიარებინა. საქმე კი ის იყო, რომ გენერლის მკვლელობით გამწარებული რუსი სამხედროები, მთაწმინდაზე დისლოცირებული ნაწილიდან თბილისის დაბომბვას აპირებდნენ... კუპრეიშვილი სტალინს დაეთანხმა, თუმცა ისარგებლა რა იმით, რომ ჯორჯიაშვილი დაკავებული იყო, ხმა გაავრცელა, რომ სწორედ მან მოკლა გრიაზნოვი და ჯორჯიაშვილი ჩამოახრჩვეს. თბილისი დაბომბვას გადაურჩა და ამაში კობამ ითამაშა მთავარი როლი, (განაგრძე კითხვა)

0
350
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0