სხვა რატომ ატარებენ ირანელი ქალები "ულვაშებს"? 2024, 23 ივნისი, 13:03 ![]() ირანი - მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე უნიკალური ქვეყანაა, რომლის წეს-ჩვეულებებმაც შეიძლება ნებისმიერი დასავლელი ადამიანის გაოცება გამოიწვიოს, თუმცა, თითოეულ ტრადიციას თავისი ისტორია და მიზეზი გააჩნია, თუ ირანის სამხრეთ ნაწილში მოხვდებით, საკმაოდ ბევრ "ულვაშიან" ქალს იხილავთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: ეს მათი რაიმე გენეტიკური მახასიათებელი არ გახლავთ, რომლითაც ადგილობრივი ქალბატონები სახეზე თმის საფარით გადაადგილდებიან.
![]() იქ მათ "ბურკას" უწოდებენ, რომელიც შორიდან ულვაშს წააგავს. ეს დეტალი მათი ტრადიციული კოსტიუმის ნაწილია, რომელიც ჰიჯაბთან ერთად გამოიყენება.
![]() "ბურკას" დანიშნულება სახის ბოლომდე დაფარვა არ არის, ის მხოლოდ ქალის იდენტობის განმსაზღვრელი და მისი გარეგნული სილამაზის ხაზგასასმელად გამოიყენება. "ბურკა" - ყველაზე ხშირად ინგლისურენოვან წყაროებში გვხვდება, ხოლო თავად ირანელები მას - "რუბანდს", "ნიქაბს" ან "ჩეშმბანდს" უწოდებენ.![]() ირანში "ბურკა" - ტრადიციული ქალის თავსაბურავის სახეობას წარმოადგენს, რომელიც სახის ნაწილს ფარავს და ის უფრო ნიღაბს მოგაგონებთ, მას ძირითადად ირანის სამხრეთით მდებარე, ჰორმაზაგანის პროვინციაში მცხოვრები ქალები ატარებენ.![]() საუკუნეების განმავლობაში ქალის თავსაბურავის ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა: ის, ქალის სახეს მცხუნვარე მზისა და ქვიშისგან იცავდა, თუმცა დღესდღეობით, ირანელი ქალები მას ნაკლებად იყენებენ და ის უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათაგან უკვე არც ერთს აღარ ასრულებს.![]() 190 შეფასება არ არის |