x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135637
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
რატომ ატარებენ ირანელი ქალები "ულვაშებს"?
image


ირანი - მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე უნიკალური ქვეყანაა, რომლის წეს-ჩვეულებებმაც შეიძლება ნებისმიერი დასავლელი ადამიანის გაოცება გამოიწვიოს, თუმცა, თითოეულ ტრადიციას თავისი ისტორია და მიზეზი გააჩნია, თუ ირანის სამხრეთ ნაწილში მოხვდებით, საკმაოდ ბევრ "ულვაშიან" ქალს იხილავთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: ეს მათი რაიმე გენეტიკური მახასიათებელი არ გახლავთ, რომლითაც ადგილობრივი ქალბატონები სახეზე თმის საფარით გადაადგილდებიან.


image


იქ მათ "ბურკას" უწოდებენ, რომელიც შორიდან ულვაშს წააგავს. ეს დეტალი მათი ტრადიციული კოსტიუმის ნაწილია, რომელიც ჰიჯაბთან ერთად გამოიყენება.


image


"ბურკას" დანიშნულება სახის ბოლომდე დაფარვა არ არის, ის მხოლოდ ქალის იდენტობის განმსაზღვრელი და მისი გარეგნული სილამაზის ხაზგასასმელად გამოიყენება. "ბურკა" - ყველაზე ხშირად ინგლისურენოვან წყაროებში გვხვდება, ხოლო თავად ირანელები მას - "რუბანდს", "ნიქაბს" ან "ჩეშმბანდს" უწოდებენ.


image


ირანში "ბურკა" - ტრადიციული ქალის თავსაბურავის სახეობას წარმოადგენს, რომელიც სახის ნაწილს ფარავს და ის უფრო ნიღაბს მოგაგონებთ, მას ძირითადად ირანის სამხრეთით მდებარე, ჰორმაზაგანის პროვინციაში მცხოვრები ქალები ატარებენ.



image


საუკუნეების განმავლობაში ქალის თავსაბურავის ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა: ის, ქალის სახეს მცხუნვარე მზისა და ქვიშისგან იცავდა, თუმცა დღესდღეობით, ირანელი ქალები მას ნაკლებად იყენებენ და ის უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათაგან უკვე არც ერთს აღარ ასრულებს.


image








0
174
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
174