x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სავარაუდოდ, მეთიუ პერი მოკლეს - ეჭვმიტანილია კურტ კობეინის ქვრივი?
imageშეერთებულ შტატებში პოლიციამ დააკავა და დაკითხა ცნობილი ქალი მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იუწყება In Touch Weekly. გამოცემის წყაროების ცნობით, დაკითხული ვარსკვლავი მსახიობის ახლო მეგობარი იყო. მათ კლინიკაში, ნარკოტიკებზე დამოკიდებულობა მკურნალობის დროს გაიცნეს ერთმანეთი.


ცნობილი ქალბატონის ვინაობა ჯერ არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ცნობილი პირველი ქორწინების წყალობით გახდა. სოციალური მედიის ამერიკელი მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ საუბარია კორტნი ლავზე, რომელსაც ბევრი დღემდე ყოფილი მეუღლის, მუსიკოს კურტ კობეინის სიკვდილშიც ადანაშაულებს.


პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი იმ დროს პერისთან ერთად იმყოფებოდა, როცა ის ცუდად გახდა. ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს ქალის ტელეფონი და ლეპტოპი . თავად ქალბატონი უარყოფს რაიმე მონაწილეობას ვარსკვლავის სიკვდილში და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების მიცემით მეგობარს ზიანს არ მიაყენებდა. „ის სრულ შოკში იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის იყო ჩხრეკის ორდერი. ქალმა დაიქირავა ადვოკატები და რამდენჯერმე შეხვდა სამართალდამცავებს. ეჭვმიტანილი დუმს სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ გამომძიებლებმა იციან რაღაც, რადგან ჩხრეკის ორდერი მიიღეს, - განუცხადა წყარომ In Touch Weekly-ს.


შეგახსენებთ, რომ მეთიუ პერი გასული წლის ოქტომბერში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ჯაკუზში იპოვეს. სასამართლო ექსპერტებმა სისხლში აკრძალული ნივთიერების, კეტამინის მნიშვნელოვანი დოზა აღმოაჩინეს, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება.



მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა ნარკომანიას, მაგრამ, მისი მეგობრების თქმით, მას იშვიათად შეეძლო დიდხანს ყოფილიყო "სუფთა".


მეთიუ პერიმ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ჩენდლერ ბინგის როლით საკულტო სერიალში "მეგობრები". ასევე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“ (1997), „თითქმის გმირები“ (1998), „მთელი ცხრა იარდი“ (2000) და „ისევ 17“ (2009)

0
297
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0