x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135637
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
გინება ფობიების და პანიკის თერაპიაში

imageგინება აძლიერებს საკუთარ თავში რწმენას და საკუთარი ძალების მიმართ ნდობას. ეს კი გვეხმარება ფობიების, შიშის, პანიკის სიტუაციებში, თანაც საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად.

რასაც მე კაი ხანია ვასწავლი ჩემს პაციენტებს, შეამჩნიეს კილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა(ც).
გინება ასევე აძლიერებს რისკიანი საქციელისკენ მიდრეკილებას, რაც ასევე კარგია შიშთან საკონფრონტაციოდ, მისთვის თვალის გასასწორებლად. კონფრონტაცია კი ფსიქოთერაპიაში ფობიების დამარცხების ყველაზე ეფექტური მეთოდია, და ერთადერთიც ალბათ.
მოკლედ, ფობიურ სიტუაციებში ნუ გაინაზებით!
კონტრშეტევაზე გადადით და სულ დედის და მამის***** აგინეთ თქვენს შიშებს და ფობიებს.
გინება ქმნის იერარქიას თქვენს სასარგებლოდ: თუ მე შემიძლია შიშს სახეში შევაგინო, ესე იგი ისე ძალიანაც არ მეშინია ამ შიშის.
იმას, რაც უზომოდ გვაშინებს, ვერ გავუბედავთ ხმის აწევას, დაცინვას, აბუჩად აგდებას, გინებას.
ხო და ზუსტად ეს მექანიზმია აქ წამყვანი: არა ბილწსიტყვაობა, არამედ იერარქიაში შიშზე მაღლა ასვლა მარტივი, სწრაფად განხორციელებადი
მეთოდით.
გულსაც მოიფხანთ და შიშსაც ერთ ადგილას გაუშვებთ.
გინების მადლით გაძლიერებულები ერთსაც გაიღიმებთ გამარჯვების ნიშნად და ამაყად გახვალთ თქვენს “სცენაზე”... უშიშოდ!
ამას გირჩევთ მეც და დოქტორ რიჩარდ სტივენიც!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0