x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჰენრი ფორდი შემკეთებლებს ხელფასს უხდიდა დასვენებისთვის და არა გაწეული სამუშაოსთვის
საუკუნის წინ, 1919 წელს, ჰენრი ფორდის ერთ-ერთ საავტომობილო ქარხანაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.



image



ფორდმა გადაწყვიტა, რომ მუშათა გუნდისთვის გადაეხადა დასვენებისთვის და არა გაწეული სამუშაოსთვის.



ეს იყო შემკეთებელთა გუნდი, რომელთა მოვალეობაში შედიოდა ცნობილი კონვეიერის შეუფერხებლად მუშაობის შენარჩუნება.




image



კედელზე ორი ნათურა იყო. მწვანე ინთებოდა, როცა ყველა დაზგა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. წითელი - როცა ქარხანაში რაღაც ფუჭდებოდა.



ნათურების გვერდით საათი მდებარეობდა. ირთვებოდა ყოველი ცვლის დასაწყისში და ითვლიდა სამუშაო საათებს / ხელფასებს. როგორც კი წითელი შუქი აინთებოდა, საათი მაშინვე ჩერდებოდა. ხელფასის დარიცხვა წყდებოდა.



image



თავიდან შემკეთებლებმა ბოლომდე ვერ გაიგეს ფორდის იდეა და დივანზე გაწვნენ. 4 დღის განმავლობაში ქარხანაში ერთი ავარიაც არ მომხდარა. მუშები ჯიხურებში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ, ბანქოს თამაშობდნენ, ეძინათ, ახალ ამბებს განიხილავდნენ, ხუმრობდნენ და რადიოს უსმენდნენ.



აშშ-ში ყველაზე მარტივი და კომფორტული სამუშაო ჰქონდათ, თან სოლიდური ხელფასით. ზოგმა ფორდს თხოვნითაც მიმართა, რომ გადაეყვანა 24/7 გრაფიკზე, ანუ 168 საათიანი სამუშაო კვირა.



image



ერთ სამუშაო შუადღეს წითელი შუქი აინთო და ჯიხურში დენი გაითიშა. უკმაყოფილო ხელოსნები ოფისიდან გამოვიდნენ და მორიგისგან გაიგეს ერთდროულად შვიდი მანქანის გაუმართაობის შესახებ. ნელა შეუდგნენ რემონტს, რომელიც 40 საათი გაგრძელდა. ფორდმა რემონტზე დახარჯული დრო შემკეთებლების ხელფასს გამოაკლო. 2 კვირიან ჩეკში ჩვეულებრივზე საგრძნობლად დაბალი ხელფასი აღმოჩნდა.



image



1 თვეც არ გასულა, რომ ფორდის ქარხანაში სარემონტო სამუშაოების სიჩქარე 10-ჯერ გაიზარდა. ჯიხურის მაცხოვრებლებმა მუშაობის ყველაზე სწრაფი ალგორითმი გამოიმუშავეს. ჰარმონიულად და ზედმეტი მოძრაობის გარეშე მუშაობდნენ. როგორც კი, კედელზე წითელი შუქი ინთებოდა, კარი უსწრაფესად იღებოდა და შემკეთებელთა გუნდი დაზგებისკენ მიქროდა.



თუ ადრე მათ აერთიანებდათ დაუდევრობა, სინელე და უპასუხისმგებლობა, ახალ სარემონტო სამუშაოების დასაჩქარებლად ახალ მეთოდებს ეძებდნენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა

კრეატიული მეთოდი - როგორ გადმოიბირა Volkswagen-მა თანამშრომლები

ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა

5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!

ბიზნესმენმა შექმნა მაღაზია, სადაც საქონელი დროით შეგიძლიათ შეიძინოთ



0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
311