ამოცანები ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანებია, თუმცა... (პასუხი აქვს) 2024, 24 ივნისი, 8:24 ეს გამოცანები, ერთი შეხედვით შეიძლება მარტივადაც მოგეჩვენოთ. მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის და პასუხის საპოვნელად, დიდხანს მოგიწევთ ფიქრი. თუმცა, თუ მსგავსი ტიპის თავსატეხები გიყვართ, აუცილებლად მიხვდებით! 1. კასრის ღვინო მაღაზიაში 6 კასრი ღვინო მიიტანეს. სურათზე ნაჩვენებია, თუ სასმელის რამდენი სათლია თითოეულ კასრში. პირველივე დღეს ღვინო ორმა რესტორანმა შეიძინა: ერთმა — 2 კასრი იყიდა, მეორემ — 3. ხოლო მაღაზიაში, მხოლოდ 1 კასრი დარჩა. რომელი კასრი დარჩა მაღაზიაში, თუ ცნობილია, რომ პირველმა მომხმარებელმა 2–ჯერ ნაკლები ღვინო შეიძინა, ვიდრე მეორემ? 2. შეხვედრა ქუჩაში სურათზე 2 ბიჭია, ერთს სანდრო ჰქვია, მეორეს გიორგი. სანდრო № 23 სახლში მიდის, გიორგი კი — № 7. რომელია სანდრო და რომელი გიორგი? 3. იპოვე ერთი განსხვავება სურათებზე განსხვავების მოძებნა — ყურადღების კონცენტრაციის განვითარების შესანიშნავი სავარჯიშო. წინა 2 გამოცანასთან შედარებით, ეს ბევრად უფრო მარტივი ამოსახსნელია, რადგან მხოლოდ ერთი განსხვავება უნდა მოძებნოთ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |