x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეგობრებო, ნუ დაათრევთ ამ ამოგლეჯილ ფრაზებს, ჯერ არაა ცნობილი "- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პირად გვერდზე ეხმაურება და საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდის გულმხურვალე გულშემატკივრებს მიმართავს:


"მეგობრებო, სანიოლმა ბუდუსთან დაკავშირებულ შეკითხვას გასცა სტანდარტული პასუხი, როგორსაც იძლევა ყველა მწვრთნელი, როცა ძირითადში ვერმოხვდრილი ფეხბურთელის სათამაშო დროზე ეკითხებიან - უნდა გააგრძელოს მუშაობა და ა. შ. მეტი არაფერი მომხდარა და ნუ დაათერევთ ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს.


ეტყობა, ბატონი სანიოლისთვის ჯერ არაა ცნობილი თქვენი განსაკუთრებული სიყვარული ბუდუს მიმართ, თორემ რაიმე არასტანდარტულ პასუხსაც მოიფიქრებდა. "- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.



"ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს" – ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.


სანიოლის თქმით, ჩატარებული თამაშებით ქართველი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეებს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააკვირვებენ.


მწვრთნელი იმასაც დასძენს, რომ გუნდში გარკვეული სახის ცვლილებები იგეგმება, თუმცა სანიოლი არ განმარტავს, კონკრეტულად რაზე აქვს საუბარი.






0
187
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
187