შოუბიზნესი ვარსკვლავების უცნაური და იდუმალი ტატუები 1 ივლისი, 11:58 აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ სხეულის ვიზუალის მიმართულებით იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ორგანიზმის დამცავი ფუნქცია გააჩნია და შეუძლია გააძლიეროს ჩვენი იმუნური სისტემა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების მიმართ.
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტატუს ქონა ეხმარება ორგანიზმს სეზონურ ვირუსებს ადვილად გაუმკლავდეს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორგანიზმი ძლიერდება და ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ტკივილების მიმართ ტატუს გაკეთების დროს გადატანილი ტკივილის გამო. აღმოჩნდა, რომ ტკივილის დროს, რომელიც სხეულზე სწორედ ტატუს დატანების დროს გადაიტანება, ძლიერდება და აქტიურდება იმუნური სისტემა პათოგენებისა და ვირუსების მიმართ. ამიტომ, რაც მეტია სხეულზე ტატუ, მით მაღალია ორგანიზმის იმუნური სისტემა. თუმცა ერთი ტატუს დატანებით გამოწვეული გაძლიერებული იმუნური სისტემა რამდენხანს ყოფნის ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამაზე მეცნიერები კომენტარს ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებენ. მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ სეზონებზე, განსაკუთრებით კი ზამთარში ჭარბადაა ვირუსული ინფეციები, ასევე გრიპები, რომელთა გართულება სასიცოცხლო რისკფაქტორია. როგორც ვიცით ამ დროს მოგვიწოდებენ ვიკვებოთ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, ამოვიღოთ რაციონიდან სხვადასხვა პროდუქტები, მივმართოთ წოლის რეჟიმსა და გამოვიყენოთ მედიკამენტები, გართულების შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ექსპერტების აზრით კი მათ, ვისაც ტატუ აქვთ "ცუდი გოგო-ბიჭები" სულაც არ არიან, ის მათ სიძლიერეზე, გაბედაობასა და კარგ და ჯანმრთელ იმუნიტეტზე მიუთითებს. ვარსკვლავების უცნაური და იდუმალი ტატუები1. ოდრინა პეტრიჯი. მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი ოდრინა პეტრიჯი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ამერიკელ სატელევიზიო ვარსკვლავად. რატომ დაიხატა კისერზე ეს... ვაშლი? Გველი? გული ანატომიური დეტალებით? ჯერ კიდევ არ ვიცით. 2. შანელ იმანი. თქვენი სახელის ტატუირება კისერზე - კარგია ალბათ, მეხსიერების დაკარგვისას ან აპოკალიფსის დროს, ასეთი თვითიდენტიფიკაცია შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგრამ, რა შუაშია საკიდი? 3. ლენა დანემი. ლენას ზურგზე არის ილუსტრაცია მწერალ ქეი ტომპსონის წიგნიდან "Eloise". სწორედ ამ სახლში ცხოვრობს წიგნის მთავარი გმირი მანჰეტენზე თავის ძაღლთან - ბოქსიორთან ერთად. მმმ, კარგი, რატომაც და არა? 4. კელი ოსბორნი. მეამბოხემ ეპატაჟური ოჯახიდან, მოულოდნელად შემაშფოთებელი ტატუ გაიკეთა: კელის ზურგზე ნახავთ ანგელოზის ფრთებს და წარწერას "მე მიყვარს დედა". 5. პენელოპა კრუზი. ძალიან პატარა ტატუმ 883 ნომრით ფაქტობრივად ყველა აღაფრთოვანა: ათასობით თეორია გამოითქვა იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია პემ ეს კონკრეტული რიცხვები. ისინი ეძებდნენ კაბალისტურ კვალს, ცდილობდნენ მის დაკავშირებას ჰოროსკოპებთან, ტელეფონის ნომრებთან ან მანქანის იღბლიან სანომრე ნიშნებთან. კრუზი ამბობს, რომ საიდუმლოს საფლავში წაიღებს. 6. სარა პაკსტონი. ჩვენ გვიყვარს ფერადი ბუ, რომელიც სარას მხარზე აქვს ტატუირებული. ცოტა გულუბრყვილო ნახატი საბავშვო ხელოვნებას მოგვაგონებს. თუმცა, წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურება! 7. ნიკი რიდი. უცნობია იცის თუ არა ნიკიმ რუსული, მაგრამ წარწერა „კიდევ რაღაც უნდა იყოს“ ოდნავ გვაბნევს დეფისისა და ინტერვალის არარსებობით. თუმცა, იქნებ წარწერები ახალი ტენდენციაა და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა წერია? 8. ჯესიკა ზორი. ჯესიკამ უცნაური ნომრები დაიწერა ფეხზე - 29:11 და 4:13. არავის აუხსნი, რას გულისხმობდნენ ეს ციფრები. 9. შერილ კოული. ”ეს შთამაგონა ჩემმა ავადმყოფობამ (ჩერილი მალარიით იყო დაავადებული) და ინგლისის სიყვარულით, მეტის თქმა არ შემიძლია, ეს ძალიან ინტიმურია”, - აღიარა მან ინტერვიუში. 10. კარა დელევინი. მოდელს და ყველაზე მოდური წარბების მფლობელს ფეხზე სიტყვა „ბეკონი“ აქვს ტატუირებული. რატომ? „მასზე ყოველ 5 წამში ვფიქრობ. მე მიყვარს მისი გემო. მე შემიძლია მისი ჭამა სამუდამოდ. ჩვენი სიყვარული ორმხრივია და სამუდამოდ გაგრძელდება“ - განაცხადა კარამ. 11. კეტი პრაისი. ქმართან დაშორების შემდეგ ტატუირებული მისი სახელი ამ გზით გადაშალა. 182 4-ს მოსწონს
|