სხვა ამერიკელები უდაბნოში გაურბიან გეებს და სამყაროს აღსასრულს- გაიცანით ქალაქი- უტოპია ექიმებისა და ელექტროენერგიის გარეშე 2024, 21 ივნისი, 19:39 ![]() ამერიკის შტატ იუტას უდაბნო არ არის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, მაგრამ ბოლო დროს იქ ხალხი მიემართება. Riverbed Ranch-ის დასახლება იზიდავს კონსერვატიულ ამერიკელებს, რომლებსაც ეშინიათ თანამედროვე ცხოვრების. ისინი მზად არიან გადაიხადონ დიდი ფული უდაბნოს შუაგულში მდებარე პაწაწინა მიწის ნაკვეთებში, სადაც არ არის მაღაზიები, საავადმყოფოები ან თუნდაც ელექტროენერგია. ისინი აცხადებენ, რომ აპოკალიფსს არ ელოდებიან, მაგრამ მაინც აგროვებენ საკვებს ყოველი შემთხვევისთვის. Riverbed Ranch-ის თემის ხალხი ცხოვრობს ელექტროენერგიის, მობილური ტელეფონის და სამედიცინო მომსახურების გარეშე. Riverbed Ranch-ის პირველი მოსახლეა 74 წლის ფილიპ გლისონი, იგი სამი წლის წინ გადავიდა აქ საცხოვრებლად. ახლა 504 ჰექტარ ფართობზე მუდმივად 120-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობა დღითი დღე იზრდება. ყველა მათგანმა დათმო კომფორტი და ცივილიზაცია ![]() უახლოესი მაღაზია თითქმის ას კილომეტრშია. ფოსტა ორი საათის სავალზეა. არ არის დენი, კანალიზაცია, ფიჭური კავშირი, მაგრამ გლისონი და მისი მიმდევრები ამას პრობლემად არ თვლიან. რა თქმა უნდა, სამუშაოც არ არის. ზოგიერთმა ახალმოსახლემ სამუშაო იპოვა ახლომდებარე ქალაქში, რის გამოც დღეში ოთხ საათს ატარებს გზაზე. სხვები ყიდულობენ Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებს და ცდილობენ დისტანციურად იმუშაონ, ხალხი მოდის Riverbed Ranch-ში საცხოვრებლად, რადგან მათ აშინებს თანამედროვე ამერიკა, თქვა გლისონმა. „მათ სჭირდებათ უსაფრთხო ადგილი და უსაფრთხო საკვები ბავშვების აღსაზრდელად “, განუმარტა მან The Salt Lake Tribune-ს. ზოგიერთს, ამბობს გლისონი, არ სჯერა, რომ ჩვეულებრივ საკვები და წყალი უსაფრთხოა. ამბობს გლისონი. სხვებს უფრო მარტივი ინტერესები აქვთ: Riverbed Ranch-ის ერთ-ერთი მცხოვრები გაიქცა უდაბნოში მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ მის შვილს გეი მასწავლებელი ასწავლიდა კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში. ![]() ”როდესაც აქ მოვედით, ვიფიქრეთ, რომ ეს შეიძლება ძალიან შორს იყო”, - ამბობს ის. ”და ახლა ყველა მოველენების შემხედვარე, როგორც ჩანს, ალბათ, კიდევ უფრო შორს უნდა დავსახლებულიყავით.” 2019 წელს გლისონმა იყიდა მიწა იუტაში, ორი წლის შემდეგ ის და მისი მეუღლე საბოლოოდ გადავიდნენ იქ ავტოსახლში. მომდევნო ზაფხულისთვის იქ კიდევ ხუთი ოჯახი დასახლდა, ერთი წლის შემდეგ კი Riverbed Ranch-ს კიდევ 35 ოჯახი შეემატა. ![]() ![]() ![]() საკრებულოს ნაცვლად, რივერბედი რანჩის მაცხოვრებლები ირჩევენ დირექტორთა საბჭოს. გარდა ამისა, არსებობს დავების გადაწყვეტის კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს იმოქმედოს როგორც სასამართლო ორგანო. მოსახლეებს არ აქვთ საკუთარი ვალუტა, მაგრამ ბევრ მათგანი ამჯობინებს უფულოდ ცხოვრებას და ბარტერის გამოყენებას. ხორცი ბოსტნეულში იცვლება, პური რძეში. ![]() ![]() 232 3-ს მოსწონს
|