x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ულამაზესი და წარმატებული რუმინელი მომღერალი ალექსანდრა სტამი, კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც ბიუსტჰალტერზე უარი თქვა

image
ალექსანდრა სტამი რმინეთში, ცნობილ საპორტო ქალაქ კონსტანცაში დაიბადა.
გოგონას ძალიან პატარა ასაკში აღმოაჩნდა მუსიკის ნიჭი, რიტმის შეგრძნება, რის გამოც მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, სადაც მისი ნიჭი მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეამჩნია, შეამჩნია და რასაც ჰქვია პატარა ნიჭიერი გოგონასგან ნამდვილი მომღერალი "გამოძერწა".

ალექსანდრა უკვე პატარა გოგონა არაა, 1989 წელს დაბადებული მომღერალი ძალიან პოპულარულია რუმინეთში და არა მხოლოდ რუმინეთში. ბუნებით თავისუფალი და ლაღი ალექსანდრა საკონცერტო ტურნეების შემდეგ იწვევს ბავშვობის მეგობარ გოგონებს და გასართობად მიჰყავს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, რის უფლებასაც მას კარგი ფინანსური შემოსავლები უწყობს ხელს. ალექსანდრა აქტიურად მონაწილეობს ასევე სარეკლამო რგოლებსი, საიდანაც დამატებითი შემოსავალი აქვს.
ერთი სიტყვით რუმინელ მომღერალს მოსაწყენად ნამდვილად არ სცალია.

ალექსანდრამ ორჯერ მოიპოვა რუმინეთის "საუკეთესო მომღერლის" სტატუსი, გამოუშვა უამრავი სინგლი, გაიმარჯვა ძალიან ბევრ ნომინაციაში, მაგრამ მისი ცხოვრება მუდამ ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი.

2013 წლის ივნისში ალექსანდრა სტანი დაუნდობლად სცემა მისმა მენეჯერმა მარჩელ პროდანმა, რომელმაც ფეისბუქში დადო პოსტი, სადაც წერდა, რომ ცნობილი მომღერალი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გონს მოსულმა ალექსანდრამ გააცამტვერა მენეჯერის პოსტი, რომელიც ამხილა ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური სახის ძალდატანებაში. ალექსანდრა საკუთარი მენეჯერის ოფისში მივიდა 6 თვის ფულის ასაღებად, რომელიც მის მენეჯერს უნდა გადაეცა მისთვის ჩატარებული მუსიკალური ტურის შემდეგ.
მენეჯერმა ჯერ "ღლაბუცი" დაუწყო ალექსანდრას, რის პასუხადაც საკმაოდ მტკივნეული სილა მიიღო. რამაც მენეჯერი გააცოფა, ჯერ ოფისში დაუნდობლად სცემა მომღერალი, შემდეგ ოფისის უკანა ეზოში მდგარ მანქანაში შეათრია, იქაც სცემა და მიყრუებულ ადგილზე გადმოაგდო, სადაც მომღერალი ძაღლის გასეირნებისას შემთხვევითმა ადამიანმა იპოვა და სასწრაფო დახმარებას და პოლიციას დაურეკა.

კლინიკიდან გამოსულმა მომღერალმა დაუყოვნებლივ გაწყვიტა კონტრაქტი მენეჯერთან და სექსუალური სახის ძალადობის მცდელობაში და ცემაში დასდო ბრალი, რის საფუძველზე მუსიკალურ მენეჯერს ციხეში უკრეს თავი.

ახლა ალექსანდრას ახალი მენეჯერი ჰყავს, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცავს კონტრაქტს და მომღერალთან და მის ოჯახთან (მშობლებთან და დასთან) საუკეთესო ურთიერთობა აქვს.

ალექსანდრა და მისი მეგობრები.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14















0
99
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
99