x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
მამაკაცი, რომელსაც 18 წელი მიუსაჯეს 19 წლის გერის მოკვლის გამო, ჯერ ციხეში "წაახდინეს", ახლა კი უკრაინაში იბრძვის

image
ის, რომ რუსეთი რუსეთის ციხე-კოლონიებიდან შემდგომი განთავისუფლების დაპირებით გაყვანილ პატიმრებს აბრძოლებს უკრაინაში ახალი ამბავი არავისთვისაა. თქვენ წარმოიდგინეთ ციხის ყველაზე დაბალი კასტა-გეებიც კი გამოიყვანეს ციხეებიდან და უკრაინაში, ომში უკრეს თავი.

ამ სურათზე რუსი ალექსანდრე ერუტინია, რომელსაც სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის გერი გოგოს მკვლელობის გამო.
ალექსანდრემ მავთულით დაახრჩო გერი მას შემდეგ, რაც გოგონას გაუპატიურება სცადა, რაზეც პასუხად გოგონას მხრიდან თავში თავდაცვის მიზნით მძიმე ტაფა მოხვდა. სანამ ალექსანდრე გონს მოვიდოდა, მისი ცოლიც მოვიდა, რომელსაც შვილმა თავს გადამხდარი ისტორია მოუყვა.

ქალმა იმის ნაცვლად შვილის ინტერესები დაეცვა და პოლიციაში საჩივარი შეეტანა, გონს მოსულ ალექსანდრეს სამედიცინო დახმარება გაუწია, შემდეგ კი როცა ალექსანდრემ საკუჭნაოდან მავთული გამოიტანა როცა გერი საჩივრის შეტანით დაემუქრა გაუპატიურების მცდელობის გამო, გოგოს კისერზე მავთული მოახვია და დახრჩობა დაუწყო, ხოლო გოგოს დედამ შვილი გააკავა ქმარს მისი დახრჩობა, რომ შესძლებოდა. გოგოს გვამი კი შეფუთეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

ალექსანდრეს 18 წელი მიუსაჯეს, მის ცოლს კი 12 წელი. ციხეში ალექსანდრეს შესვლისთანავე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს პატიმრებმა, ის გააუპატიურეს და ციხის ყველაზე ზნედაცემულების საკანში უკრეს თავი, სადაც მისნაირები იხდიდნენ სასჯელს.

სულ 6 თვის ციხეში ყოფნის მერე ალექსანდრე ციხიდან გამოიყვანეს და უკრაინაში ფონტზე უკრეს თავი, სადაც მალევე დაიჭრა და დიდი ალბათობით ცალ თვალში მხედველობაც დაკარგა.
დაპირება დაპირებად, მაგრამ არა მგონია ალექსანდრე თავისუფლად გაუშვან დაჭრის მიუხედავად, მას დიდი ალბათობით ისევ ომში შეაბრუნებენ, სადაც ეს დეგრადირებული მკვლელი უკრაინის მიწაში ჩაწვება.

image





0
237
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
237