x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135801
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510181
კიმ კარდაშიანისა და კეინი ვესტის სტილის ევოლუცია

imageკეინი ვესტისა და კიმ კარდაშიანის წყვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და საინტერესო წყვილია. ასევე აქტუალური თემაა მათი ჩაცმის სტილიც. კიმი ძირითადად თავისი სექსუალური ჩაცმულობით გამოირჩევა, კეინის კი უფრო კლასიკური სტილის პიჯაკებში იხილავთ. გთავაზობთ სურათებს, 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, როგორ იმოსებოდა თითოეული მათგანი რა როგორი ევოლუცია განიცადა მათმა სტილმა.

პირველ სურათზე საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილი კიმი 2007 წელს ზურმუხტისფერ მოკლე კაბაშია გამოწყობილი და მის ფეხსაცმელსაც ზურმუხტისფერი თვლები ამშვენებს. აი ცისფერი სამაჯური ხელზე კი ცოტა არ იყოს შეუსაბამობას ქმნის, თუმცა საერთო ჯამში კარდაშიანი მშვენივრად გამოიყურება. ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა იმავე წელს კეინი ვესტი.

image
როგორც ხედავთ კეინის შავ-თეთრი ტენდენცია აურჩევია, ეტყობა იმ დროისთვის თეთრი ფერი განსაკუთრებით ხიბლავდა. სამაგიეროდ 2008 წელს მისი დამოკიდებულება ფერებისადმი შეიცვალა და ქათქათა თეთრის მაგივრად კაშკაშა ლურჯ ფერს მიანიჭა უპირატესობა.

image


კიმი კი ამ დროს ოქროსფერი კაბით იწონებდა თავს.

image
2009 წელს კეინიმ საკმაოდ დახვეწა სტილი და მრავალფეროვნება შეიტანა მასში, აი კიმმა კი სპორტული ბოტასი, ჯინსი და ამოჩაჩული პერანგი მოირგო და არც იმას შეუშინდა, რომ დაბალი გამოჩნდებოდა.

image

image

იმავე წელს კარდაშიანი ქერა თმითა და მაღალი ჩექმებითაც იწონებდა თავს, კეინი კი ჩაჩაჩული ჯინსებით პოზირებდა.

image

image

2010 წლიდან კიმს ბრჭყვიალა სამოსისადმი გაუჩნდა მიდრეკილება. კეინი კი ახლა კაშკაშა წითელზე გადავიდა.

imageimage

2011 წელს კიმი უკვე სიშიშვლისკენ გადაიხარა. კეინი კი შავ ფერზე და ტყავის აქსესუარებზე გადავიდა.

imageimage

ახლა კი იხილით ისინი ერთად. უკვე 2012 წლიდან. საკმაოდ საინტერესო სტილთა ნაზავია.

imageimageimage

image
image
image




2
166
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
166
  
2012, 17 ოქტომბერი, 20:20
magari qalia erti ramistvis :d colad eset qals ar moviyvandi
0 1 2