x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ახლა ქართული საზოგადოების ის ნაწილი.."-ვის მიმართავს მარია ზახაროვა?
image

უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ საქართველოში ცხარე დისკუსიების ფონზე, ქართულმა ოპოზიციამ ყურადღება უნდა მიაქციოს „უპრეცედენტო“ სიჩქარეს, რომლითაც კანადაში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ, FARA-ს ამერიკული კანონის უფრო მკაცრი ვერსია იქნა მიღებული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 20 ივნისს განაცხადა.


დიპლომატმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერა კანადის ხელისუფლების მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის შემოტანისა და დამტკიცების პროცესი, რომელიც დაიწყო 3 მაისს და საბოლოოდ დამტკიცდა 18 ივნისისთვის. მან დასძინა, რომ კანონპროექტი შეიცავს წინადადებებს უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის, საელჩოს თანამშრომლების შეზღუდვისა და უცხოური გავლენის კონტროლის კომისრის ოფისის შექმნის შესახებ.


„მთელ პროცესს თვენახევარი დასჭირდა - უპრეცედენტო სიჩქარე სამართლებრივი რეჟიმის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის. <…> მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ახლა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მზად იყო რაიმე გაეკეთებინა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გასაუქმებლად და თავის ქმედებებს „დასავლური ღირებულებების“ ერთგულებით მოტივირებდა. <…> ეს არის კანადა. დასავლური (თუ უფრო დასავლური?) არ არსებობს. "დასავლური ღირებულებების ციტადელი", - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.



შეგახსენებთ, კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს.

მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დებულებებსაც მოტყუებითი ან ფარული ქმედებების წინააღმდეგ.

ცნობილია ისიც, რომ შეიქმნება სპეციალური „გამჭირვალობის რეესტრი“, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ გარკვეული პირები, რათა თავიდან იქნეს არიდებული უცხოური გავლენა ქვეყნაში.

ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა პირებმა, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, შეიძლება, დაიქირავონ პირები, რათა მათ იმოქმედონ მათი სახელით და არ გაამჟღავნონ კავშირები კონკრეტულ პირებთან.

სამოქალაქო საზოგადოება ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს. მათი თქმით, კანონპროექტმა, შესაძლოა, ადამიანთა უფლებები დაარღვიოს.

2
323
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
323
  
21 ივნისი, 16:56
მართალი ხარ მაჩაბელი ამ შემთხვევაში
მკვლელეი კანადაა.
21 ივნისი, 15:59
ანუ ამას უნდა თქვას, რომ დანა ქირურგის ხელში იგივეა რაც დანა მკვლელის ხელში?
0 1 2