x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცხოველების შესახებ, რომლებიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

image


ჩვენი დედა-ბუნება - უზარმაზარი სამყაროა, საიდუმლოებებითა და გამოცანებით აღსავსე, რომელთა ამოხსნასაც ყველა ჩვენგანი თავისებურად ცდილობს. ცხოველთა სამყაროს საიდუმლოებების ერთგულ დამცველებად კი, სწორედ ზოოპარკის მეთვალყურეები გვევლინებიან. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა უჩვეულო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცხოველების შესახებ, რითიც არაერთი ადამიანის გაოცება და დედა- ბუნებაზე მათი წარმოდგენის რადიკალურად შეცვალა გამოიწვია.




ჩრდილოეთის ირემი


image


როგორც ირკვევა, რქები არა მხოლოდ მამრ, არამედ მდედრ ჩრდილოეთის ირმებსაც ეზრდებათ!




სლიპოები


image


სპილოებმა სარკის ტესტი წარმატებით გაიარეს, რითიც დაამტკიცეს, რომ მათ საკუთარი თავის ამოცნობა უპრობლემოდ შეუძლიათ.




ფლამინგო


image


ბევრმა არ იცის, რომ ის, რაც ფლამინგოს ფეხის შუაშია მოქცეული მუხლი - არ არის, ეს კოჭია, მუხლები კი მას გაცილებით მაღლა აქვს.




თეთრი დათვები


image


პოლარული დათვის ბეწვი სინამდვილეში თეთრი არ არის, ის გამჭვირვალეა. კანი კი, მათ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ შავი ფერის აქვთ.




კენგურუ


image


კენგურუებს უკანა ფეხების ცალ - ცალკე კონტროლი არ შეუძლიათ - მხოლოდ სინქრონულად.




ბონობო (სახელი "ბონობო" კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთი - ერთი მდინარე, ზაირზე მდებარე ქალაქის დასახელებიდან - ბოლობოდან მომდინარეობს)



image


ისინი ადამიანებივით არიან! მეცნიერების გამოკვლევების შედეგად ნაჩვენებია, რომ მათი დნმ ადამიანის დნმ-ის 98.7% იდენტურია. ბონობოებს შორი მატრიარქატია დამკვიდრებული, შიმპანზეებისგან განსახვავებით ისინი მინიმალური აგრესიით გამოირჩევიან და ყველა პრობლემას სქესობრივი გზით აგვარებენ!




გორილები


image


გორილებს შეყვარების უნარი აქვთ




ხმელეთის კუები


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კუები შეწყვილებისას ძალიან ხმამაღალ ბგერებს გამოსცემენ






0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230