x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტაილანდური სილამაზის კონკურსი "მის ტიფანი", რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


"მის ტიფანი" - ეს ტრანსგენდერებს შორის ყველაზე მსხვილი სილამაზის კონკურსია, რომლის მიზანიც მესამე სქესის ადამიანთა აღიარება და მიღებაა.
სილამაზის კონკურსი სახელწოდებით - "მის ტიფანი", რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 2004 წლიდან იმართება, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა. ამ კონკურსში უცნაური არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: "მის ტიფანის" მონაწილეები გოგონები არ არიან. ყოველწლიურად, ეს ღონისძიება დაახლოებით 15 მილიონ მაყურებელს იზიდავს. კონკურსის გამარჯვებულს ავტომანქანის გარდა, წლიური ხელფასის ოდენობის ფულადი პრიზიც გადაეცემა. მატერიალური ქონების გარდა, პირველ ადგილზე გასული 1 წლის განმავლობაში ასევე ტრადიციული გვირგვინისა და ყველაზე ლამაზი "გოგონას" ტიტულის ღირსეული მატარებელი ხდება.


image


სინამდვილეში, ეს კონკურსი ტურისტების მისაზიდად იდეალური საშუალებაა, ვინაიდან იქ სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა საჭირო არ არის, ვინაიდან ქვეყანაში მათ მიმართ საკმაოდ ლოაილურად არიან განწყობილი, მესამე სქესის ადამიანებს იქ უბრალოდ - "სხვა ქალებს" უწოდებენ. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად სამუშაოს ძებნისას დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. შესაბამისად, მათი უმრავლესობა იძულებულია ინტიმური მომსახურებისა და გართობის სფეროში დასაქმდეს. ერთადერთი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერების ნამდვილი გოგონებისაგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია! არ გჯერათ? მაშინ, თავად გადახედეთ ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებს, სადაც გაგიკვირდებათ და, არც ერთი მათგანი ბიოლოგიური ქალი არ არის.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage















0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
341