x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
Playboy-ის 4 მოდელის ყველაზე საშინელი აღსასრული: როგორ გარდაიცვალნენ ცნობილი ქერა ლამაზმანები

image


ჟურნალ "Playboy"-ის ულამაზესი და წარმატებული მოდელები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებდნენ, ისინი ისევე უყვარდათ, როგორც სძულდათ,
თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანის პირადი ცხოვრება არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მათი კარიერა. გთავაზობთ, ჟურნალ "Playboy"-ის დამაარსებლისა და უცვლელი მთავარი რედაქტორი, აწ გარდაცვლილი ჰიუ ჰეფნერის ოთხი ცნობილი მოდელის ყველაზე უჩვეულო და შოკისმომგვრელ სიკვდილს, რომლებიც ამ საკულტო ჟურნალის გარეკანს არაერთხელ ამშვენებდნენ.



დოროტი სტრატენი


image



დოროტის ცხოვრებაში მისი მეორე ნახევრის პოლ სნაიდერის გამოჩენამ ეჭვი თითქმის მთელ მის გარემოცვას - ახლო მეგობრებიდან დაწყებული ჰიუ ჰეფნერამდე ("Playboy"-ს დამაარსებელი) დამთავრებული, ყველას პირველივე დღიდან გაუჩინა.


image


თუმცა, მოდელი მასზე შეყვარებული იმდენად იყო, რომ მეუღლის უცნაურ ქცევებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, მას შემდეგ, რაც მომხიბვლელმა "Playboy" - ის ვარსკვლავმა რომანი ერთ - ერთ ცნობილ რეჟისორთან გააბა და მეუღლესთან განქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა, გაცოფებულმა და შეურაცხყოფილმა სნაიდერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ სახეში ესროლა, შემდეგ გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი დაასახიჩრა და თავიც მოიკლა.





ივეტ ვიკერსი


image


ივეტ ვიკერსი 81 წლის ასაკში, საკუთარ ბინაში სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა.


image


ივეტ ვიკერსი იმდენად მარტოსული ადამიანი იყო, რომ მისი ცხედარი მეზობლებმა გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. სამედიცინო გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. შეუძლოდ მყოფი ივეტი ისე გარდაიცვალა, რომ ტელეფონამდე მიღწევა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ვერ შეძლო.




ჟასმინ ფაიორი


image


2009 წლის აგვისტოში, ლოს - ანჯელესის შემოგარენში, ერთ პატარა ჩემოდანში მოთავსებული გოგონას დასახიჩრებული ცხედარი იქნა აღმოჩენილი. გარდაცვლილს არც ერთი თითი და კბილი არ ჰქონდა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ მკვლელმა ყველა ღონე იხმარა, რომ პოლიციას გოგონას ვინაობა ვერ დაედგინა.


image


თუმცა, სამართალდამცველებმა მოკლულის იდენტიფიცირება მაინც მოახერხეს: გაგიკვირდებათ და, პოლიციამ მოკლულის ვინაობა მისი სილიკონის იმპლანტების სერიული ნომრით დაადგინა. გარდაცვლილი "Playboy" - ის მოდელი ჟასმინ ფაიორი აღმოჩნდა, ხოლო მკვლელი - მისი კანონიერი მეუღლე რაიან ჯენკინსი.





ანა ნიკოლ სმიტი


image


2007 წლის 8 თებერვალს 39 წლის ასაკში ჟურნალ "Playboy "- ის ყველაზე სკანდალური მოდელი ანა ნიკოლ სმიტი გარდაიცვალა. ქერათმიანი ლამაზმანის დაღუპვის გარშემო უამრავი ჭორი დადიოდა. ამერიკელი სუპერმოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ანტიდეპრესანტებისა და ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირება დასახელდა, თუმცა, იმასაც არ გამორიცხავდნენ რომ ამერიკელი სექს - სიმბოლოს მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი შეიძლება ტუბერკულოზიც გამხდარიყო.


image


სკანდალური მოდელის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ის გარემოებაც სძენდა, რომ მოდელი თავდახურულ კუბოში დაკრძალეს.









0
753
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
753