x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135615
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
"ბოდიში და ნუ შ……თ და ნუ გვმოძღვრავთ, თქვენი ჭირიმე რა"- ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

image



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველო - თურქეთის ეროვნული ნაკრებების ისტორიულ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც სათადარიგო სკამზე სრულიად უფუნქციოდ დარჩენილ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვები აღიზიანებთ:


"ის ხალხი მაინც ნუ წერთ ფეხბურთზე, ვინც პირველად უყურეთ ფეხბურთსო (თან ძახილის ნიშნებითა და ტონით) – შემგონებელთა ახალი კასტა გაიჩითა ფბ-ზე.


ასე გულით პირველად ვუყურე, კი.. მართლა არასოდეს მიყურებია ასეთი ემოციით და ეს გადარევა საბერძნეთთან მოგების შემდეგ დამეწყო.

არანორმალურად გადავირიე ჩვენს ნაკრებზე …ყველა მოთამაშე მიყვარს, ყველა…ვილი სანიოლიც .. მის ხელში მივაღწიეთ ასეთ წარმატებებს✌️ ხოდა, რა მინდოდა მეთქვა))))))


თუ პირველად ვუყურე ასე გულით და სულით, ანუ არ მაქვს უფლება ხო, კითხვა რომ დავსვა თამაშზე? ეგეც გაგვაფრთხილეთ, მორალს ვინც გვიკითხავთ და გვასწავლით, რისი უფლება გვაქვს და რისი არა, ახალბედა გულშემატკივრებს, თორემ შეიძლება მეორე თამაშზეც გაგვიჩნდეს რამე კითხვის მსგავსი, როცა მეორედ შევხედავთ ფეხბურთს და უკვე ვნერვიულობ, უფლებას ხომ არ წაგვართმევთ რამე ვიკითხოთ და ვთქვათ და ხომ არ გვცემთ? ))))

ხალხო, ფეხბურთი იმისთვისაა, რომ მერე კამათი და გარჩევა მოყვეს, დისკუსია და აყალ-მაყალი..გარჩევა..ისა…ესა…???? ბოდიში და ნუ შ……თ, ვისაც მაგალითად კითხვა გაგვიჩნდა ბუდუზე, რატომ შემოიყვანეს ბოლო წამებში ან სხვა მოთამაშეზე და ნუ გვმოძღვრავთ, თქვენი ჭირიმე რა)))) იიი..პირველად უყურეთ ფეხბურთს…პირველად უყურეთ..” - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან ანგარიშით 3:1 დათმო. მატჩი ორმხრივად საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ქართველ ფეხბურთელებს მრავლად ჰქონდათ გამოუყენებელი საგოლე მომენტები, თუმცა არანაკლებ მძაფრი იყო თავად თურქების შეტევებიც.


საქართველოს ეროვული ნაკრები მომდევნო თამაშს ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს. მატჩს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონი" უმასპინძლებს.






0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198