სხვა ყველაზე ეფექტური დიეტა! 2012, 17 ოქტომბერი, 19:39 ხანგრძლივი დიეტები არაა ჩვენთვის მოგონილი. შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს ექვსი საათის შემდეგ, მაგრამ თვეში ერთხელ მოაწყოთ განტვირთები შემდეგნაირად: ვაშლი მაწონი, ბოსტნეული და ხაჭო. დაივიწყეთ ის ნოყიერი საჭმელები რითაც იკვებებოდით მთელი კვირის განმავლობაში. საშველად ასევე მიმართეთ ფაფებს, წიწიბურას ან ბრინჯს. შეგიძლიათ მონაცვლეობით მიირთვათ ეს პროდუქტები.ოღონდ არ მოხარშოთ! ღამით 5 სადილის კოვზ ბურღულს დაასხით მდუღარე და დილამდე გააჩერეთ. ასე მეტად შეუნარჩუნდება სასარგებლო მინერალები. ოდნავ მოაყარეთ მარილი, ეს ფაფა მთელი დღის მანძილზე იმყოფინეთ. ბურღულის ასეთი კერძი ორგანიზმისთვის ნამდვილი ჯაგრისია, ის ორგანიზმიდან "ხვეტავს'' ტოქსინებს. ასეთ დროს უნდა დალიოთ მხოლოდ გაზგასული მინერალური წყალი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ნახევარი საათის მერე. დღეში 1.5-2 ლიტრი. 1247 6-ს მოსწონს
|