საზოგადოება „ახლა ამერიკაში თუ არ წავალ… ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა, ასე გავაგრძელებ“ – ბეჟან წაქაძე 19 ივნისი, 16:00
.
„ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
.
უმრავლესობის დეპუტატი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს მხრიდან შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა – ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის. მათ კი ვისაც არ აქვს ვიზა, მას ვეღარ მიიღებენ. . „მე არაფერი მიმიღია და არც ჩემს კოლეგებს არაფერი მიუღიათ, არავითარი შეტყობინება, მაგრამ თუნდაც მივიღოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად, იმიტომ, რომ ახლა ამერიკაში თუ არ წავალ … ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში. აქ იცხოვრა 85 წელი და ასე გავაგრძელებ მე“ – განაცხადა ბეჟან წაქაძემ „ტვ პირველთან“ / ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. 212 შეფასება არ არის
|