x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135620
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
სისხლძარღვების გაწმენდა ტაბლეტების გარეშე! თქვენი არტერიული წნევა ყოველთვის იქნება 120/80, თუ...
ამერიკას არ აღმოვაჩენთ, თუ შეგახსენებთ, რომ სუფთა სისხლი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაღებია. თუმცა, ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე ხშირად ლაგდება ქოლესტერინი და მარილები, რაც ათეროსკლეროზს იწვევს.


ცნობილია, რომ სისხლძარღვები ჩვენი სხეულის ყველა უჯრედსა და ქსოვილს ამარაგებს საჭირო ჟანგბადით. ეს ნიშნავს, რომ დაბლოკილმა ვენებმა და არტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები.


სისხლძარღვების ეფექტურად გასაწმენდად და ჯანმრთელობისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ ფარმაცევტულ პრეპარატებზე გადასვლა. იმ პროდუქტებისგანაც კი, რომლებიც ყველას სამზარეულოშია, შეგიძლიათ მოამზადოთ შეუდარებელი საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. სცადეთ მათი მომზადება სახლში: ეს დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ თქვენი ორგანიზმი აუცილებლად მადლობას გეტყვით.


სისხლძარღვების გამწმენდი ნაყენი



ნივრის და ლიმონის ნაყენი აიღეთ ოთხი საშუალო თავი ნიორი, გაასუფთავეთ კბილები. ოთხი მწიფე ლიმონი კარგად გარეცხეთ და დაჭერით ნაჭრებად (ქერქის მოშორება საჭირო არ არის). ლიმონი და ნიორი უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დაქუცმაცდეს ბლენდერში, სანამ ერთგვაროვან ფაფას არ მიიღებთ.


გადაიტანეთ მასა სამლიტრიან ქილაში, შეავსეთ თბილი წყლით, დააფარეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას სამი დღით. ქილა ყოველდღე უნდა შეანჯღრიოთ.


სამი დღის შემდეგ გადაწურეთ მიღებული ნაყენი, ჩაასხით ჰერმეტულ თავსახურიან ქილაში და შედგით მაცივარში.


მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ასეთი გამწმენდი კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა დაახლოებით ორმოცი დღე.

image

სისხლძარღვებმა რომ ელასტიურობა არ დაკარგოს


აიღეთ ორი ლიმონი, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, დაჭერით ნაჭრებად, ქერქიანად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და კარგად მოურიეთ. მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და ერთი დღე-ღამით დადგით ბნელ ადგილას.


ერთი დღის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიიღოთ „ჯანმრთელობის ელექსირი“, 2-3 ჩ/კ. ყოველი ჭამის წინ. კურსის ხანგრძლივობაა- სასურველი შედეგის მიღებამდე.

image

ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში. სხვათა შორის, სისხლძარღვების პროფილაქტიკური გაწმენდა სასარგებლოა არა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრობს.


არახელსაყრელი გარემო პირობები, ხშირი თავის ტკივილი, ჭარბი წონა, ქრონიკული დაღლილობა-ესაა ფაქტორები, რომლებიც ცუდად მოქმედებს სისხლის მდგომარეობაზე. გახსოვდეთ, რომ სუფთა სისხლძარღვები ჯანსაღი სხეულის საწინდარია.

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0