საზოგადოება „ზოგიერთი საკუთარ უნიტაზს ვერ უმიზნებს... სუსი ქენით“ - დათო ოქიტაშვილი 19 ივნისი, 13:11
.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოცქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
.
„ზოგიერთი საკუთარ უნიტაზს ვერ უმიზნებს, არ დაიწყეს აქ ბიჭების ლანძღვა სუსი ქენით“ - აღნიშნავს დავით ოქიტაშვილი და საზოგადოებას მოუწოდებს შეწყვიტონ ფეხბურთელების კრიტიკა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც დამიზნების პრობლემა აქვს. . საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა. .
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ჯაბა დვალი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. 168 შეფასება არ არის
|