სხვა იცით, რატომ არის იაპონურ მანქანებზე სარკეები უფრო ახლოს ფარებთან, ვიდრე საქარე მინასთან? 18 ივნისი, 23:03 ბევრ ძველ იაპონურ მანქანაზე ისეთი ნაცნობი ელემენტი, როგორიცაა უკანა ხედვის სარკეები, ტრადიციულ ადგილას არ არის განთავსებული. წინა კარების ნაცვლად დამაგრებულია წინ, ბევრად უფრო ახლოს ფარებთან და ბამპერთან, ვიდრე საქარე მინასთან. ეს როგორ? კანონიერია? ვერაფერს გახდებით, ეს ტრადიციაა. თუ გავიხსენებთ, დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის შუა ხანებში, თითქმის ბამპერთან სარკეები გვხვდებოდა ევროპულ, ამერიკულ და საბჭოთა მანქანებზე. ითვლებოდა, რომ ასე მძღოლს წვდომა ჰქონდა უფრო სრულ პანორამულ ხედზე, იმის შესახებ, რაც უკან ხდებოდა. არა მხოლოდ იაპონურ მანქანებს ჰქონდა სარკეები ფარებთან. მაგალითად, ფრანგული უნივერსალი Peugeot 304. დროთა განმავლობაში, სარკეებმა გადაინაცვლა წინა კარებზე და მხოლოდ იაპონიაში შეინარჩუნეს ყველაზე დიდხანს, როგორც ტრადიცია. ამომავალი მზის ქვეყანაში მათ სახელიც შეარქვეს - fendamira, ინგლისური ფრაზიდან fender mirror – „სარკე ფრთაზე“. „ფენდამირი“ სავალდებულო აღჭურვილობა იყო იაპონური ბაზრის ყველა მანქანისთვის 1983 წლამდე. მას შემდეგ ეს ვალდებულება გააუქმეს და იაპონური ბრენდების უმეტესობამ სარკეები ჩვენთვის ჩვეულ ადგილზე გადაიტანეს. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელი არ არის, საქმე უფრო ეკონომიაშია: ყველა ბაზრისთვის სარკეების ერთი მოდელის წარმოება უფრო იაფია. Toyota-ს თანამედროვე ტაქსები ტრადიციული „ფენდამირებით“. მაგრამ „ფენდამირები“ არ მომკვდარა. ბევრ იაპონელ ტაქსის მძღოლს დღემდე ურჩევნია სარკეები ბამპერზე. საუკეთესო პანორამული ხედის გარდა ავტომობილის ძარას არ სცდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონიის მეგაპოლისების გადაჭედილ ქუჩებზე. ასე გამოიყურება „ფენდამირები“ მძღოლის ადგილიდან. ყველაფერი კარგად ჩანს, თავის აქეთ-იქით ტრიალი საჭირო არ არის. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოიყურებოდა ლუი მატარის კადილაკი, 1947 წლის ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი „პატარა ნაძირალა“ – ჯეიმზ დინის სიკვდილის მომტანი მანქანა ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები ისტორიაში ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის 802 შეფასება არ არის |