x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
უცხოპლანეტელებმა ადამიანები მესამე ცდაზე შექმნეს...

პოპულარული ვერსიებიდან, ერთ–ერთის მიხედვით, ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს... და მართლაც, ადამიანი — მეტად უცნაური არსებაა, რომელიც ძუძუმწოვრებისგან და სხვა ცოცხალი არსებებისგან, რომლებიც ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ, მკვეთრად განსხვავდება.

ამ თეორიის თანახმად, უცხოპლანეტელები დედამიწაზე დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. მათ რამდენიმე საპირისპირო კომპონენტის სინთეზი მოახდინეს, რაც თანამედროვე მკვლევარებში, რომლებიც ადამიანის გენომს სწავლობენ, გარკვეულ კითხვებს ბადებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ადამიანი სინთეტიკური არსებაა და ამით განსხვავდება დედამიწაზე არსებული ფაუნის სამყაროსგან.


image


აღნიშნული ექსპერიმენტის პროგრამის ფარგლებში, ყველაზე რთული — ადამიანისთვის გონიერების, სულის, გამომგონებლობის და შექმნის უნარების მინიჭება იყო. ადამიანის ინტელექტის ყველა პრობლემა, ჩვენს გონებაში, ასევე გარკვეული მიზნით იყო ჩანერგილი — ისე, როგორც ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, ლაბირინთში გასასვლელებს აწყობენ, რომელიც თაგვმა უნდა იპოვოს.

თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ადამიანი — მეტად არასრულყოფილია და დედამიწაზე ცხოვრებისთვისაც, ცუდად არის ადაპტირებული.
თავად განსაჯეთ, ადამიანი — ერთადერთი «ცხოველია», რომელიც ვერტიკალურად, ორ ფეხზე დადის. გარდა ამისა, ადამიანის შემთხვევაში, მშობიარობის პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ცხოველებში — რაც, სავარაუდოდ, ჩვენი ჰიბრიდული წარმოშობის შედეგი უნდა იყოს (მაიმუნების ევოლუციის შედეგად რომ გაჩენილიყავით, მსგავსი პრობლემები არ გვექნებოდა). მოკლედ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დედამიწა, შეუფერებელი პლანეტაა: ის სუსტი და ნელია, არა აქვს ტყავი, ბეწვი, კლანჭები და ეშვები. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ საწყის ეტაპზე, ძალიან ცოტანი ვიყავით... და მხოლოდ გონიერებამ გვაქცია პლანეტის ბატონ–პატრონებად.
და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გონებაც მეტად უჩვეულოა — ჩვენში ცხოველური ინსტინქტებიც არის და გაურკვეველია, თუ საიდან გაჩნდა ბოროტება?! ჩვენ ერთადერთები ვართ პლანეტაზე, ვისაც შეგნებულად, საკუთარი თავის განადგურება და მთელი სახეობის საზიანოდ მოქმედება შეუძლია — ადამიანისგან განსხვავებით, არც ერთი ცოცხალი არსება, მასობრივად არ ანადგურებს საკუთარ სახეობას... და იქნებ ეს, ჩვენში, თავიდანვე ჩადებული გამანადგურებელი პროგრამის კვალია, რომელიც ჩატარებული ექსპერიმენტის დასაცავად, უცხოპლანეტელების მიერ, სპეციალურად არის შექმნილი?.. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერიმენტი აზრს დაკარგავდა და თავად ექსპერიმენტატორებისთვის სახიფათო გახდებოდა.

თუმცა, არც ამ პროგრამის ამოქმედება ყოფილა მარტივი... ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ვიდრე ჩვენი მოდგმა გაჩნდებოდა — ორი თაობის განადგურება მოხდა. უცხოპლანეტელებმა ჯერ გიგანტი–ტროლები შექმნეს, რომლებიც მეტად მოუხერხებელნი იყვნენ და გრძნობებიც არ გააჩნდათ. შემდეგ, ნეანდერტალელები — რომლებიც ასევე, არ გამოადგათ... სავარაუდოდ, უცხოპლანეტელებს ისეთი არსებების შექმნა სურდათ, რომლებიც მეგობრობას გაუწევდნენ, ან მათი მსახურები იქნებოდნენ. ბოლოს, გენეტიკოსები მიხვდნენ, რომ ასე მარტივად, მზა სახით, გარკვეული სტადიების გავლის და მათი ჩარევის გარეშე, ადამიანის მიღება შეუძლებელი იყო. ამიტომ, უცხოპლანეტელებმა, რომლებიც დედამიწელებს «ღმერთებად» მოევლინნენ, ადამიანებისთვის ცოდნის გადაცემა დაიწყეს: ასწავლეს მათ ეთიკის სისტემები, შემოიღეს პირველი ტაბუ... და ასე შექმნეს, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის მისაღები გარემო. და მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ, კაცობრიობამ, ბოლოს და ბოლოს, ამჟამინდელი სახე მიიღო.

თავდაპირველად, უცხოპლანეტელებისთვის ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იყო. იმ ზომამდეც კი, რომ უკვე ჰიბრიდული ადამიანები, ანუ «ნახევრადღმერთები» იბადებოდნენ. ე. წ. «ცისფერი სისხლის» ისტორიაც სწორედ იქიდან დაიწყო — ისინი უცხოპლანეტელების და მათ მიერ შექმნილი, ადამიანების მემკვიდრეები — ანუ «არისტოკრატები» იყვნენ, რომლებიც შემდგომში კონკურენციას უცხოპლანეტელებს უწევდნენ. თანდათანობით, ექსპერიმენტმა კონტროლიდან გამოსვლა დაიწყო და თავად უცხოპლანეტელები გახდნენ მისი უნებლიე მონაწილეები. მაშინ მათ, დედამიწაზე კატაკლიზმები გამოწვევის და «ცისფერსისხლიანი» ცივილიზაციის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს... თითქმის ყველა ამოწყდა, რამდენიმე ათეული «ნახევრადღმერთის» გარდა. მათი სისხლი, თანდათანობით, სხვა ადამიანების სისხლს შეერია და «უზენაეს» ძალებთან ბრძოლის უნარი დაკარგეს.

მას შემდეგ, უცხოპლანეტელებმა ადამიანებთან ახლო ურთიერთობა შეწყვიტეს. პირდაპირი კონტაქტები სრულად გამორიცხეს, რომ წარსულის შეცდომები არ განმეორებულიყო. თუმცა, ჩვენზე დაკვირვება გააგრძელეს... სწორედ ამიტომ, დროდადრო, ამო–ს თვითმხილველები ვხდებით და როგორც წესი, ასეთი კონტაქტი დიალოგის გარეშე ხდება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ მოკლეს ჰიტლერი, არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად? – სამი ძირითადი მიზეზი

* სკვითების მაღალტექნოლოგიური ოქროს ნაკეთობები

* ამ გამოცანების ამოსახსნელად, ლოგიკური აზროვნების უნარი დაგჭირდებათ (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
618
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0