x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეორე დღეს თურქეული გაზეთი წერდა,მარტო კახი ასათიანმა მოგვიგოო
image

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს სსრკ-ს ნაკრებმა გასვლითი მატჩი ჩაატარა თურქეთის ნაკრებთან (1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში), რომელიც თურქების მარცხით დასრულდა.


1969 წლის 17 ნოემბერს სტამბულის "ალი სამი ენის" სტადიონზე მასპინძელი 1:3 დამარცხდა საბჭოთა კავშირთან; 2 გოლის ავტორი კახი ასათიანი იყო, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა! პირველი გოლი მე-3 წუთზე გაუტანა თურქებს და ბოლო მესამე გოლიც 66-ე წუთზე შეუგდო.


მეორე დღეს თურქეთის ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა კახა ასათანის ფოტო წარწერით: „გუშინ თურქეთის ნაკრები დამარცხდა კახი ასათიანთან, რომელმაც 2 ლამაზი გოლი გაიტანა ჩვენს კარში!"



დიახ, ასე დაწერეს - კახა ასათიანთან წავაგეთო! კახი ასათიანთან ერთად მაშინ კიდევ 4 ქართველი გამოდიოდა, ანზორ კავაზაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და გივი ნოდია.


რა თქმა უნდა ეს ამბავი შემთხვევით არ გაგვხსენებია, მაშინ თურქები 5 ქართველის წინააღმდეგ იბრძოდენ სსრკ-ს შემადგენლობაში, დღეს კი 11 ქართველს დაუპირისპირდებიან და ღმერთმა ქნას, რომ ხვალ თურქულმა პრესამ გამოაქვეყნოს სათაურები იმავე შინაარსით, როგორც 55 წლის წინ.


გარდა ამისა, მთავარ ფოტოზე შემთხვევით არ დევს კახი ასათიანთან ერთად დავით ყიფიანის ფოტო-18 ივნისი მისი დაბადების დღეა!..

იმედია მათი სულები იქ სამოთხეში და დანარჩენი ყველა ჩვენთაგანი კი აქ, სააქაოში გავიხარებთ!!!

2
203
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
203
  
ახლა ხვიჩა გვყავს,ცოტა ადრე ქინქლაძე გვყავდა. ამ უკანასკნელს შეეძლო ბევრი მაშინდელი ვარსკვლავი ჩამოეხია,მარა სიზარმაცემ ცუდი სამსახური გაუწია. უამრავი ტალანტია საქართველოში,უბრალოდ ხელი უნდა მოკიდო და გაზარდო. ერთერთი უბნის ბავშვთა საფეხბურთო გუნდი მწვრთნელი შემხვდა თამაშის დღეს,მოვიკითხე და გამოვკითხე ამბები. ასე მითხრა,მშობლებს უთხოვიათ რო მათი შვილები ევარჯიშებინა და ამასაც უარი არ უთქვამს. ვვავარჯიშებ ამ ბავშვებს და რად გინდა,სათიბი არ გვქვს რო ბალახი გადავკრიჭოთო,ბურთი აღარ დაგორავსო... საკრებულოში მივდივარ ახლა,იქნებ ვინმესგან მაათხოვრებინო. მერე ბავშვებზე ვკითხე,მეთქი როგორი ბაშვები არიან,გამოვა რამეთქო(ასე ნახევრად ხუმრობით ვეკითხები ხოლმე) და მითხრა,2-3 ბავშვია ისეთი,რომლებსაც ჩემი დონის მწვრთნელი აღარ უნდათ და დიდ ფეხბურთს ითამაშებენო. ჩემი მიზანი არის უბნებში სირბილი და ბავშვების დაინტერესება,გამორჩეული ხალხის გუნდებისთვის შეთავაზება,სხვაზე კვალიფიკაცია არ მყოფნისო,სხვა დონე უნდაო.არ დარჩენილა გუნდი სადაც ეს ბავშვები არ მივიყვანეო და ყველგან ერთი პასუხია,ფულს ითხოვენ და აიყვანენო. სანამ ეს არ დამთავრდება,ვერ წავალთ წინ და მხოლოდ ნაკრების თამაშების იმედზე ვიქნებით,შეიძლება ისიც აღარ იყოს ნორმალური. ბავშვებს მიხედეთ ხვედელიძე,მანდ ბევრი ბრილიანტია,ნახვა და დამუშავება სჭირდებათ.
ყიფიანი იყო ყველადროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ადრე,როცა მოედნის გადახვნებით და ფეხბურთის გაუქმებით გვემუქრებოდნენ,ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არისო და ა.შ. მაშინ გაჩნდა ფანებში ფრაზა,რაც აქტუალობას დღესაც არ კარგავს "რანაირად შეიძლება,ყიფიანის ქვეყანაში ფეხბურთი ჩვენი საქმე არ იყოსო"
0 1 2