x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
სამი ყველაზე მავნე ხილი, რომელზეც სჯობს საერთოდ უარი თქვათ

image


დღეს, მსურს მოგიყვეთ იმ სამი ყველაზე მავნე სახეობის ხილის შესახებ, რომელზეც ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე შეგიძლიათ რომ უარი თქვათ.




პირველი ასეთი ხილი გახლავთ ყურძენი


image


ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალკალორიული კენკროვანი ნაყოფის სახეობაა. ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს (100 გრამ პროდუქტზე 18 გრამს). სულ რამდენიმე მარცვლის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ შებერილობა კუჭ-ნაწლავში აირების დაგროვების შედეგად. ისედაც მისი დიდი რაოდენობით მირთმევა რეკომენდებული არ არის. დღე - ღამის განმავლობაში შეგიძლიათ არაუმეტეს ყურძნის მხოლოდ 10 მარცვლის მიღება, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ძალიან საზიანოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, და გახსოვდეთ რომ მასში საკვები ნივთიერებების მინიმალური რაოდენობაა.




იგივე შეიძლება ითქვას ხურმაზეც


image


ხურმა შეიცავს კაროტინოიდებს - რაც A ვიტამინის მცენარეული წყარო გახლავთ. ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს (100 გრამ პროდუქტზე 15 გრამს). თუ გაქვთ ჭარბი წონა, შებერილობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაშინ ხურმა დიდი ალბათობით უფრო მეტად დაგაზარალებთ, ვიდრე დაგეხმარებათ.




სამეულის ბოლო ადგილს კი ყველასთვის საყვარელი ხილი - საზამთრო იკავებს


image


საზამთრო 90%-ი წყლისგან შედგება, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ საზამთრო - გახლავთ წყალი ბუნებრივი შაქრით. საზამთრო კალიუმის გარდა პრაქტიკულად არ შეიცავს არანაირ საკვებ ნივთიერებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ეს უგემრიელესი კენკრა მხოლოდ ერთი ნაჭერი მიირთვას. საზამთროს საკმაო რაოდენობით მიღებისას კი, ჩვენ მას უზარმაზარი ნახშირწყლების ბომბად ვაქცევთ, რომელიც თავზე პირდაპირ ჩვენს პანკრეას ეცემა. მაღალი მოსავლიანობის სურვილს აყოლილი არაკეთილსინდისიერი ფერმერები საზამთროს ნიტრატებით, პესტიციდებითა და სხვა ქიმიკატებით წამლავენ. ასე რომ, გამოიტანეთ სწორი დასკვნები და იყავით ჯანმრთელი!








0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
124