x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პატა სეკა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი "გამნაყოფიერებელი მონა", რომელსაც მხოლოდ ერთი მიზნით იყენებდნენ

image


პატა სეკა 1830 წელს ანგოლაში დაიბადა, და როგორ ამბობენ ძალიან "ძლიერი და მაღალი" კაცი იყო, რომლის სიმაღლე არც მეტი, არც ნაკლები 2, 1 მეტრს აღწევდა. მოზარდობაში პატა სეკა ბრაზილიელ მიწათმფლობელს ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირას მიჰყიდეს, რომლის ხელშიც მან სახელი შეიცვალა და ხოსე ფლორენსიო გახდა, თუმცა სხვა მონებისგან განსხვავებით, ბრაზილიელი პატრონი მას ფიზიკური შრომის ნაცვლად "გამნაყოფიერებელ მონად" იყენებდა. რას ნიშნავდა ეს ტერმინი? ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

image


ბრაზილიაში მონობა უფრო გლობალური მოვლენა იყო, ვიდრე შეერთებულ შტატებში. როდესაც მონობის საშინელებაზე ვფიქრობთ, პირველი რაც გვახსენდება ევროპა და შეერთებული შტატებია, თუმცა 350 წლის განმავლობაში მონობა ბრაზილიის (მაშინდელი პორტუგალიის კოლონია) ეკონომიკის მთავარი ხერხემალი იყო, რომელიც მონების ამერიკელებზე მიყიდვით ვითარდებოდა. შეერთებულ შტატებში ნაყიდი დამონებული აფრიკელების დაახლოებით 40%-ი იქ ბრაზილიიდან იყო ჩაყვანილი, მაშინაც კი, როცა 1825 წელს პორტუგალიამ ბრაზილიის დამოუკიდებლობა ცნო, მონობის გაუქმებას იქ არავინ აპირებდა, და მიუხედავად იმისა, რომ 1850 წელს ბრაზილიის მთავრობამ ქვეყანაში მონებით ვაჭრობა საბოლოოდ გააუქმა, ფერადკანიან მუშახელზე მოთხოვნა მაინც მაღალი იყო.

image


მონა ქალებს საკმარისი რაოდენობის ბავშვი რომ არ გაეჩინათ, რომელთაც მოხუცებისა და მომაკვდავი მონების ჩანაცვლება შეეძლოთ, ბრაზილიის ეკონომიკა დაინგრეოდა, და არა მხოლოდ ის, მთელი მონათმფლობელთა კლასი განადგურდებოდა, ამიტომ მონათა რაოდენობის შესანარჩუნებლად, აფრიკელ მონებს ბავშვების გაჩენას აიძულებდნენ. მონების გამრავლების ეს სისტემა ქარხანასავით მუშაობდა. დამონებული აფრიკელები კიდევ უფრო მეტ შვილს აჩენდნენ, რომლებიც საბოლოო ჯამში მონებად იბადებოდნენ. ამ მიზნისთვის სპეციალური "გამნაყოფიერებელი მონებიც" კი არსებობდნენ, რომლებსაც ძირთადად გასამრავლებლად იყენებდნენ. "გამნაყოფიერებელ მონებად" როგორც წესი, ყველაზე ძლიერ, ამტან და მაღალ მამაკაცებს არჩევდნენ.


image


ყველაზე ცნობილი "გამნაყოფიერებელი მონა" იყო აფრიკელი, სახელად პატა სეკა


image


ძლიერი და იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი კუნთების მქონე პატა სეკა ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იყო, და მისი შესანიშნავი გენეტიკის წყალობით, მონათმფლობელი ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირა მას ისეთივე ძლიერი და ამტანი მონების ამქვეყნად მოვლენაში იყენებდა როგორ თავად სეკა იყო. მონობაში პატას ცხოვრება უჩვეულოდ კარგი იყო. ყოველ კვირას მას ჯანმრთელობას უმოწმებდნენ და ჯანსაღი და მრავალფეროვანი საკვებით კვებავდნენ. სეკამ განათლებაც მიიღო და პატრონს ზოგჯერ საბუთების წარმოებაშიც ეხმარებოდა, თუმცა პერიოდულად მას საგულდაგულოდ შერჩეულ და ჯანმრთელ ფერადკანიან მონა ქალებთან შეხვედრა და მათი განაყოფიერებაც უწევდა, რათა მათ მისგან ჯანმრთელი ბავშვები გაეჩინათ. ქალების კონკრეტული რაოდენობა, რომლებთანაც პატა სეკას ურთიერთობა აკავშირებდა საიდუმლოებით არის მოცული, თუმცა ისტორიკოსთა ვარაუდით ეს "დემოგრაფიული გიგანტი" 249 შვილის მამა იყო, რომლებიც დაბადებისთანავე მონებად ითვლებოდნენ. ამ ბავშვების რაოდენობაზე ისტორიკოსები მხოლოდ რეგისტრირებული დოკუმენტების მიხედვით მსჯელობენ, თუმცა სინამდვილეში, მათი რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტიც კი იყო.


image


მათი მფლობელი, ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირა ბავშვების უმეტესობას მოგების მიზნით სხვა მიწათმფლობელებზე ჰყიდდა, დანარჩენ წამოზრდილ მონებს კი ის საკუთარ პლანტაციებში ამუშავებდა. პატა სეკას ოჯახის ახლობლების თქმით, ის რეალურად (მინიმუმ) 249 ბავშვის მამა იყო, რომლებიც მას რამდენიმე ათეული მონისგან ჰყავდა, რაც მას მე-20 საუკუნეში ქალაქ სან-კარლოსის მთელი ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 30%-ის უშუალო წინაპარად აქცევდა. პატა სეკა თავისუფალი ადამიანი მხოლოდ 1888 წელს ბრაზილიაში მონობის გაუქმების შემდეგ გახდა.

image


იმის გამო, რომ პატა სეკა საკუთარ ბატონს კარგად ემსახურებოდა და მას დიდი რაოდეობით შთამომავალიც აჩუქა, ის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. მონობის გაუქმების შემდეგ, პატა სეკამ თავისი მფლობელისგან ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირასგან უფასო მიწის ნაკვეთიც კი მიიღო, და რაც ყველაზე საინტერესეოა, იმ დროისთვის ის უკვე ბრაზილიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებდა. ყოფილი პატრონის მიერ ნაჩუქარ მიწაზე პატა სეკამ თავისი დარჩენილი დღეები თავისი საყვარელი ადამიანებისთვის ახალი ცხოვრების მოწყობას მიუძღვნა. მან საკუთარი ბედი დაუკავშირა ქალს, სახელად პალმირას (ყოფილ მონას), რომელზეც მოგვიანებით იქორწინა კიდეც. წყვილს ქორწიებაში ცხრა შვილი შეეძინა.


image


ფერმერობით გატაცებული პატა სეკა საკუთარ ფერმას "Sítio Pata Seca"-ს წლების განმავლობაში დიდი მონდომებით მართავდა, სადაც ის ლერწმის არარაფინირებული შაქრისგან დამზადებული, ტრადიციული ბრაზილიური ტკბილეულის "რაპადურის" წარმოებითა და მისი რეალიზაციით იყო დაკავებული, და მიუხედავად იმისა, რომ პატა სეკას შემოსავალი მაინცდამაინც მაღალი არ იყო, მას კომფორტული ცხოვრებისთვის მაინც ჰყოფნიდა. გამომუშავებულ ფულს ის მთელი თავისი მრავალშვილიანი ოჯახის უზრუნველსაყოფად, ნათელი მომავლისა და დასახული ოცნებების ახდენისთვის იყენებდა.








0
287
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
287