მოვლენები იცით, რატომ არის ციხის ფორმა ზოლიანი? 18 ივნისი, 13:39 ზოლიანი სამოსი - პატიმრების უნივერსალური ფორმა გახლავთ, რომელიც მთელს მსოფლიოში უკვე დიდი ხანია არსებობს. ასეთი თავისებური ჩაცმულობის მიზეზი 2 ფაქტორში მდგომარეობს:1) თვალშიმოსახვედრი ციხის ტანსაცმლის დახმარებით გაქცეული კრიმინალის დაჭერა უფრო მარტივია.2) ციხის ერთნაირი ჩაცმულობა გავლენას ახდენს პატიმრების ცნობიერებაზე და თრგუნავს მათ თავისუფლების სურვილს.მაგრამ რატომ მაინცდამაინც ზოლიანი ქსოვილი? პასუხი ადამიანურ ცრურწმენებში უნდა ვეძებოთ, რომელიც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. ზოლები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, - შუა საუკუნეებში ბოროტების განსახიერება იყო. წინაპრების მიერ ზოლიანი ქსოვილის უარყოფის წარმოშობის ისტორიას მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისამდე მივყავართ. უცნაური შემთხვევა საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა. სასიკვდილო განაჩენი ზოლიან უნოფორმაში გამოწყობილი მეწაღისთვის იყო გამოტანილი. უჩვეულო იურიდიული პრეცედენტის აღწერა ისტორიკოსს მიშელ პასტუროს წიგნში იქნა ნაპოვნი. ზოლიანი ტანსაცმლის ტარება - მეძავების, ოხუნჯებისა და კეთროვანთა ხვედრი იყო.ავტორის კვლევის მიხედვით, წარსული საზოგადოების მიერ ზოლიანი ტანსაცმლის მიუღებლობა მე-12 - მე-13 საუკუნეების დოკუმენტური მონაცემებით დასტურდება. ზოლიანი სამოსი ეშმაკის სამოსად ითვლებოდა, რომლის ტარებაც სამარცხვინო და დამამცირებელი იყო. ზოლიანი ტანსაცმლის სიყვარულით განსაკუთრებით სიყვარულის ქურუმები და ჯალათები გამოირჩეოდნენ. საზოგადოების მიერ ეგრეთ წოდებული გარიყულები (ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები, მასხარები, ერეტიკოსები, კეთროვანები) ყოველთვის ზოლიან კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი.ზოლიანი ქსოვილი განდეგილებისთვისმეცნიერებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ სამოსზე ზოლების მიმართ უკმაყოფილების წარმოშობის შესახებ. პასტუროს ვარაუდები ემყარება იმ ფაქტს, რომ ჩვენმა წინამორბედებმა თითქოს ბიბლიური ჩანაწერები არასწორად განმარტეს, სადაც ნათქვამი იყო "ორმაგი ტანსაცმლის" ტარების აკრძალვის შესახებ და რომ ის თითქოს ბნელი ძალების ჩაცმულობად მიიჩნეოდა. სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნეგატივი ზოლების მიმართ უფრო რაციონალურ გარემოებებში უნდა ვეძებოთ. ზოლიანი ფორმა შესანიღბ სამოსად ფასდებოდა, რომელსაც იმდროინდელი ბოროტმოქმედები ატარებდნენ. ასეა თუ ისე, კაცობრიობის აღშფოთება ზოლების მიმართ არა მხოლოდ ტანსაცმელში იმალება. გაუგებარი ცრურწმენებით იტანჯებოდნენ ასევე უდანაშაულო ცხოველებიც, რომლებიც ბუნებამ განსაკუთრებული შეფერილობით დააჯილდოვა.ეშმაკის დამხმარეებს არა მარტო შავ კატებს, არამედ ზოლებიან კატებსაც უწოდებდნენ. ბოროტი სულების თანამონაწილეებად თვლიდნენ ასევე აფთრებს, გველებს, ვეფხვებსა და ზებრებს. რეფორმაციის დროსაც კი, როდესაც საზოგადოებამ ფანატიკური რელიგიური დოგმების უარყოფა დაიწყო, ზოლიანი ტანსაცმლის მიუღებლობა კვლავ აქტუალური იყო. ზოლიანი ქსოვილის მიუღებლობა მის ეშმაკისეულ წარმოშობასთან დაკავშირებით მე-18 საუკუნის ბოლოს შეწყდა. ადამიანებმა გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ცხოვრებაზე, რის შედეგადაც უან მოიტოვეს მითოლოგიური წარმოდგენები, თუმცა ცრურწმენებმა საზოგადოების ქვეცნობიერში თავისი კვალი მაინც დატოვა, რაც შეუძლებელი იყო რომ ციხის სამოსზეც არ ასახულიყო.პატიმრებისთვის ზოლიანი უნიფორმის მოფიქრება შეერთებული შტატების ციხის სისტემასთან ასოცირდება. ეს სიახლე პირველად მე-19 საუკუნეში ობერნის სისტემის პატიმართა სხვა პატიმრებისგან განსასხვავებლად გამოიყენეს. პატიმრებისთვის შეიქმნა სპეციალური სამუშაო პირობები, რაც მათ ზოგიერთ სამრეწველო ობიექტში კოლექტიურად მუშაობის საშუალებას აძლევდა, ოღონდ ერთი პირობით - ისინი ზოლიან ტანსაცმელში უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილი.ასეთი სპეცფორმის მოდა მალევე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. შედეგად, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრების ტანსაცმელი ზოლიანი ქსოვილისგან მზადდებოდა. დღესდღეობით ციხეებში ზოლიანი ტანსაცმელი გაუქმებულია, თუმცა ზოგიერთი პატიმარი, ტრადიციის პატივისცემის გამო, ასეთ უნიფორმას კვლავაც ატარებს.116 შეფასება არ არის |