x
მეტი
  • 31.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
ყველაზე დიდი ძარცვა ისტორიაში: როგორ მოიპარეს 500 მილიონი დოლარის ღირებულების შედევრები ბოსტონის მუზეუმიდან

image

34 წლის წინ, ბოსტონის გარდნერის მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქურდობა მოხდა. მძარცველებმა მთლიანობაში 500 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები მოიპარეს. მუზეუმის მფლობელებმა ნამუშევრების საპოვნელად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს, თუმცა ვერც ერთი შედევრი ნაპოვნი ვერ იქნა. მოდით, უფრო დეტალურად გავერკვეთ ამ საიდულოებით მოცული ისტორიის დეტალებში.


1. ძარცვა 1990 წლის 17 მარტს მოხდა, როცა მთელი ქალაქი წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავდა, დაცვის ორი თანამშრომელი კი მუზეუმის დარბაზებში უღიმღამოდ გადაადგილდებოდა. მძარცველებმა თავი პოლიციელებად გაასაღეს და მუზეუმის დარბაზებშიც სრულიად უპრობლემოდ შეაღწიეს, შესულებმა კი იქ მყოფებს განუცხადეს რომ მცველები დააკავეს.


image


ქურდებმა რემბრანდტის, ფლინკის, ვერმეერის და სხვა მხატვართა ნახატების ჩარჩოებიდან ამოღებას საათნახევარი მოანდომეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს, არა ერთი მცდელობის მიუხედავად, არც ერთი მოპარული ტილო ნაპოვნი ვერ იქნა.



2. 16 ათასი ექსპონატი - ეს არის ხელოვნების ნიმუშების ის რაოდენობა, რომელიც იმ დროს მუზეუმში ირიცხებოდა


image


იზაბელა სტიუარტ გარდნერის (მუზეუმის დამფუძნებლის) ანდერძში ნათქვამი იყო რომ ექსპოზიციისთვის ადგილის შეცვლა, გაყიდვა, გაჩუქება ან ახალი ექსპონატებით კოლექციის შევსება არ შეიძლებოდა, ამიტომ მუზეუმის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, მოპარული ექსპონატების ადგილას ცარიელი ჩარჩოები დაეკიდათ. ასე, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია, და ის "დაკარგული ხელოვნების" ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.



3. გარდნერის მუზეუმის კურატორი ენ ჰოული ძარცვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს


image


გამოძიებას პასუხგაუცემელი საკმაოდ ბევრი კითხვა დარჩა. როგორ შეძლეს ქურდებმა მუზეუმში ამდენი დროის ასე მშვიდად გატარება? რატომ არ წაიღეს ტიციანის ყველაზე ღირებული ნახატი "ევროპის მოტაცება"? როგორ გაქრა მანეს ცნობილი ქმნილება? ვინადან მოძრაობის სენსორებმა აჩვენა, რომ მძარცველები იმ გალერეაში სულაც არ შესულან, სადაც ტილო ეკიდა.



4. იან ვერმეერის ტილო "კონცერტი" კოლექციის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნამუშევრად ითვლებოდა


image


"FBI"-მ მის ძებნაში ათწლეულები გაატარა. 2006 წელს ერთ-ერთი აგენტი დაკარგული ნივთის პოვნასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. მასზე ფარულად მუშაობისას მან თავი ანდერგრაუნდელ ფრანგ ხელოვნებათმცოდნედ გაასაღა, რომელიც გამყიდველებთან კონტაქტზეც კი გავიდა, რომელსაც კოლექციიდან მოპარული შედევრების შეძენა შესთავაზეს, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა.



5. ერთ-ერთი ვერსიით, ქურდობა ბოსტონის კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს


image


შედევრები კი შესაძლოა დღემდე ამერიკის ტერიტორიაზე იყოს. 2013 წელს მძარცველების იდენტიფიცირებაც კი მოხერხდა, თუმცა იმ დროისთვის ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ.



6. ნამუშევრების ძებნით არა ერთი დეტექტივი იყო დაკავებული, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი მაინც 73 წლის ჩარლი ჰილს ჰქონდა: სწორედ მან შეძლო 100 მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრების დაბრუნება


image


მას სჯეროდა, რომ მძარცველები ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან იყვნენ დაკავშირებული. პირველ რიგში, კი ამაზე ის ფაქტი მიუთითებდა, რომ ძარცვის დღედ სწორედ ირლანდიის ეროვნული დღესასწაული იყო შერჩეული. მეორე რიგში კი, მცველის გაკოჭვისას ერთ-ერთმა მძარცველმა ამერიკელებისთვის დამახასიათებელი სიტყვა "mate" წარმოთქვა.



7. ეს შემთხვევა დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მასშტაბურ ძარცვად მსოფლიოში


image


ყველა დეტექტივს, ვინც კი ოდესმე აღნიშნულ საქმეს იძიებდა, განსხვავებული შეხედულებები გააჩნია. ენტონი ამორი ერთ-ერთ მცველზე ეჭვობს, არტურ ბრენდი თვლის, რომ შედევრების მოძიება სხვადასხვა ადგილას უნდა მოხდეს, რობერტ ვიტმანი კი არ გამორიცხავს, რომ ნახატები შეიძლება უკვე განადგურებულიც კი იყოს.





0
123
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
123