x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138395
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ტიბო კურტუა იახტაზე ცოლთან ერთად ისვენებს და ერთობა, რადგან ბელგიის ნაკრების მწვრთვნელმა დასვენება ურჩია

image
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის დომენიკო ტადესკოს გადაწყვეტილებით "ევრო-2024"-ში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მიუხედავად ამისა ცნობილი მეკარე დროს ფუჭად არ კარგავს ნზის თბილ სხივებს ეფიცხება მეუღლესთან- მიშელ გერციგთან ერთად.

image

32-წლის მეკარე სრულ ფორმაში დაბრუნდა ჯვარედინი მყესების გაწყვეტით მიღებული ტრავმის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიგო მადრიდის "რეალთან" ერთად 9 თვიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, მაგრამ ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მძიმე ტრავმიდან ახალგამოსულ მეკარეს დასვენების საშუალება მისცა.

აქდან გამომდინარე ტიბო კურტუამაც გადაწყვიტა ჩემპიონატზე დასწრების ნაცვლად დრო კუნძულ სარდინიაზე გაეტარებინა მეუღლესთან-მიშელთან ერთად. ტიბო მოზრდილი იახტა დაიქირავა, რათა ოჯახის და ოჯახი მეგობრების გვერდით გაეტარებინა დრო.

imageimageimageimage
ტიბოს და მიშელს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ შვილი, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა დედა იდეალურ ფორმაშია.

imageimage





0
359
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
359