x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
"მე რომ თავის დროზე "მე" მყოლოდა გურუდ არ დამჭირდებოდა ეკლიანი გზის გავლა და საკუთარ შეცდომებზე სწავლა"-მოროშკინა

image

"მე რომ თავის დროზე "მე" მყოლოდა გურუდ არ დამჭირდებოდა ეკლიანი გზის გავლა და საკუთარ შეცდომებზე სწავლა! (თან რა ფუჭი ყოფილა)

თურმე:

1. 22 წლამდე ბავშვობაა

2. 22- 35 წელი შეცდომების დაშვების აუცილებელი პერიოდია, როდესაც სამომავლო იმუნიტეტი ყალიბდება და არა - " უი ეს რა დაგმართნია"

3. 40 წლიდან იფურჩქნები ფიზიოლოგიურად და მენტალურად, მყარდები პროფესიაში, ფეზხე აყენებ ბავშვებს.

4. 50 წლიდან გაზრდილი შვილებით ტკბობა, მეტი თავისუფალი დრო და თუ ჭკუა გეყო არა კაბინეტში გამოკეტვა, არამედ ახალი პროფესიის ათვისება, რომელიც ჰობი- ბიზნესია და არა რუტინა.

5. საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან ჩამოყალიბება, რომ "ისე რასთან", "ისე რა"

ცხოვრებას, მარტო ცხოვრება ჯობია და სოციუმი მაგარი "გახატია""

6. კარგია ვარდისფერი სათვალე, შობაზე ლავსთორი და რომანტიკა კუნძულებზე, მაგრამ

რეალობა სხვა მხარესაა, კერძოდ კი საკუთარი თავის მიღებაში,

"singel" მდგომარეობაში და არა მუდმივად მეორე ნახევრის ძებნაში, რომელსაც როგორც წესი თავად უგონებ თავს და მერე გიკვირს, რომ "გამოჭრილი" დედან თარგს არ შეესაბამება. "სტროჩკებშიც" აცდენილია, შენ კი ჯიუტად ცდილობ მაინც მოირგო.

7. ასაკის პლიუსი? რწმენაში ძლიერდები და ეს კიდევ სხვა აზარტია, "იქ" პირნათელი წარსდგე.

პირჯვარსაც არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად იწერ, იმიტომ რომ გრძნობ, რომ ეს მაგიური რიტუალი, ფიზიკის კანონით გამყარებული შენ და შენს შვილებს იცავს.

8. ახლა მთავარი: ხვდები, რომ რაღაც მომენტში ცა შეიძლება "გასკდეს" და Game over დაიწეროს, იქნებ ეს ყველაფერი ილუზიაა და ჩვენ უბრალოდ თამაშში ვართ, სადაც მხოლოდ ის გვევალება შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ...

ისიც საკითხავია მე გამოვიგონე ეს რეალობა, თუ ამ რეალობამ გამომიგონა მე?

მაშინ ყველაფერი ზემოთ ხსენებული კიდევ უფრო ფერმკრთალდება.

რისთვის გვაქვს გამართული დოღი და რბოლა, თუ გააზრებული, ვიმეორებ გააზრებული ცხოვრება ყველაზე კარგ ვარიანტში სულ რაღაც 30-40 წელი გვეძლევა?

ეს კი 10950 -14600 დღეა!

ამას რომ გაიაზრებ, მერე მხოლოდ ერთი რამ გაქვს სათხოვარი უმაღლეს გონთან:

სამშობლო, მშობლები, შვილები და მეგობრები "იქაც" იგივე მინდა!

დილა მშვიდობისა❤️"-წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, კონფლიქტოლოგი და ამჯერად მეწარმე ლალი მოროშკინა.

0
378
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0