x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ატარებდნენ ევროპელები ძველად ასეთ უზარმაზარ, მოუხერხებელ საყელოებს?

image


თეთრი ფერის ფართო საყელო თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი მხატვრების უამრავ პორტრეტზე შეგიძლიათ იხილოთ. ამ აქსესუარს განურჩევლად სქესისა ყველა ატარებდა. ამ უზარმაზარი მაქმანიანი საყელოების ხილვისას ადამიანს უნებურად გარკვეული დისკომფორტი გიპყრობდა, ხოლო რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს ის რბილად რომ ვთქვათ საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. რაში მდგომარეობდა ამ აქსესუარის ტარების აუცილებლობა? საქმე იქნებ მოდის ტენდენციაში ან კონკრეტული პირის სტატუსის ხაზგასმაში იყო? ამას დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.




რაფის ისტორიიდან


image


ამ უჩვეულო აქსესუარს რაფი, იგივე გორგერა, იგივე ფრეზა ან მეტიც, "წისქვილის ქვა" ეწოდებოდა. მრგვალი ფორმის ნაკეცებიანი, გოფრირებული უხეში საყელო XVI საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მისი წინაპარი კი ჩვეულებრივი საყელო იყო, რომელსაც კაცები მრავალი საუკუნის განმავლობაში ატარებდნენ. გორგერას ზომა თავდაპირველად მოკრძალებული იყო. ის ჩაცმულობის დამატებით დეტალად ითვლებოდა, თუმცა მისი გამოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოდაში ნამდვილი ბუმი დაიწყო - უფრო კონკრეტულად კი 1564 წელს ინგლისში ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სახამებლის დამზადება ისწავლეს.


image


ახლა გაკრახმალებული აქსესუარები უწინდელთან შედარებით ფორმას გაცილებით უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ და მათი დასველება თავსხმა წვიმაშიც კი არ იყო მარტივი, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ "ექსპერიმენტატორები", რომლებიც გაკრახმალებული საყელოს ზომისა და სიგანის გაზრდას შეეცადნენ, მათი იდეა მალევე სხვებმაც აიტაცეს. თავიდან რაფი საყელოზე იყო მიმაგრებული, მაგრამ შემდეგ ის გარდერობის დამოუკიდებელ ელემენტად იქცა, რომლის მოხსნაც შეიძლებოდა, რაც მის მოვლასა და შენახვას კიდევ უფრო იოლს ხდიდა. მასიური საყელოს შესაქმნელად სელის ქსოვილი გამოიყენებოდა.


image


რაფის შესაქმნელად საჭირო იყო არა მხოლოდ ნაჭრის გაკრახმალება, არამედ მისი დაპრესვა, რკინის მსგავსი სპეციალური ხელსაწყოთი გაშრობა, გარკვეული სახით გოფრირება და საყელოსთვის ფორმის მისაცემად ლითონის ჩარჩოს დაყენება. საყელომ "საწისქვილის ქვის" სახელწოდება იმის გამო მიიღო, რომ 20 სანტიმეტრიანი დეტალისთვის დაახლოებით 5 მეტრი ქსოვილი იყო საჭირო, რომელსაც 600 ნაკეცად პრესავდნენ.




და მაინც რატომ ატარებდნენ გორგერას?


image


გორგერას ტარების მიზანი - პიროვნების სოციალური სტატუსის, მისი მნიშვნელობისა და სიმდიდრის ხაზგასმა იყო. ამ ნივთის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის მისი შეძენის უფლება მიეცათ - რიგით ლონდონელს მის შესაძენად რამდენიმე თვის ხელფასი სჭირდებოდა. საყელოს მოუხერხებლობას ასევე თავისი განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. თუ ადამიანს შეეძლო თავისთვის რაფის ტარების უფლება მიეცა, ეს ნიშნავდა რომ მას რიგითი მუშის სამუშაოს შესრულება არ უწევდა.


image


ადამიანებს ფართო მაქმანიანი საყელო ტრაპეზის დროსაც კი ეკეთათ - მის დროს ადამიანს საკვების მირთმევა მხოლოდ დანა ჩანგალით შეეძლო, რითიც ეტიკეტის ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა. გორგერა პოზის დაჭერას მოითხოვდა. საყელოს წყალობით მოსაუბრის მაღლა აწეული თავი გარშემომყოფებში თავდაჯერებულობისა და მანერულობის დემონსტრირებას ახდენდა. მდიდარ ადამიანებს არ სჭირდებოდათ თავად ეკეთებინათ "ბინძური" საქმე - ამას მათ ნაცვლად მსახურები აკეთებდნენ. ისინი ყურადღებას რაფის მდგომარეობას აქცევდნენ.




ამ ისტორიას მეორე მხარეც ჰქონდა:



image


სახამებლის საწარმოებლად დიდი რაოდენობით მარცვლეული კულტურა იყო საჭირო, რაც ინგლისის მარაგზე საგრძნობლად აისახეობოდა - მოდა უბრალო ადამიანებს ზიანს აყენებდა, ვინაიდან მათ მარცვლეულის არაგონივრული ხარჯვის გამო შიმშილი უწევდათ. "წისქვილის ქვის" მოდას საფრანგეთშიც გმობდნენ, მას მაშინდელი ეკლესია და მოაზროვნეებიც აკრიტიკებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რაფი კეთილშობილი და მდიდარი ადამიანების "გამორჩეულ თვისებად" იქცა, დროთა განმავლობაში მან აქტუალობა დაკარგა. უცნაური აქსესუარი უფრო კომფორტულმა ნივთებმა - ჰალსტუხებმა და სხვადასხვა მოდელის მოსახსნელმა საყელოებმა შეცვალეს.







0
946
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
946