x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
14 საოცარი არტეფაქტი, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ

image


ისტორიული არტეფაქტები - წარსულის ნამდვილი კარიბჭეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ შორეულ წარსულს და გავიგოთ უფრო მეტი ჩვენი წინაპრების კულტურისა და ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ეს არტეფაქტი იმით არის უნიკალური, რომ მათ მრავალი საუკუნის და ათასწლეულების განმავლობაში მოახერხეს გადარჩენა და ჩვენთვის თავიანთი საოცარი ისტორიებისა და საიდუმლოებების გამჟღავნება.


image


საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI -ის მეუღლეს, დედოფალ ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელს 1740 წელს სპეციალურად მისთვის დამზადებული ინვალიდის ეტლი გადაეცა


image


გერმანიაში 8600-9000 წლის წინ დამარხული შამანის ბად- დურენბერგის ნეშტი სავარაუდოდ 23-დან 35 წლამდე ასაკის ქალს ეკუთვნოდა. ნაშთებს შორის ასევე აღმოჩნდა თავსაბურავი, რომელიც ისეთი ცხოველებისა და ფრინველის კბილებისა და ძვლებისგან იქნა დამზადებული როგორიცაა - გარეული ღორი, ირემი, კუ და წერო

image


დედის ჩონჩხი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ჩინეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს შვილის დაცვას ცდილობდა, აღნიშნული არტეფაქტი "ჩინური პომპეის" სახელით არის ცნობილი. ნაშთები ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ლაიას მუზეუმშია გამოფენილი


image


შვედური სამხედრო ხომალდის "ვასა"-ს გამოსახულება, რომელიც 1628 წელს ჩაიძირა და მხოლოდ 333 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი, მეფე გუსტავუს ადოლფუსის სახელზე აგებული ეს ხომალდი დედამიწაზე ყველაზე კარგად შემონახულ მე-17 საუკუნის ხომალდად ითვლება


image


იაპონიაში, კიოტოს რაიონში არის 5 ტაძარი, რომლის ჭერზეც სისხლის კვალია აღბეჭდილი. ამ ტაძრების ჭერი დამზადდა იმ ხის იატაკიდან, სადაც 1600 წელს ტორი მოტოტადამ და 380 სამურაიმ თავი მოიკლა


image



თქვენ წინაშეა დოქტორ ირვინგ ფინკელი, ხელში 3770 წლის წინანდელი ცხრილით, რომელიც მოგვითხრობს ამბავს იმის შესახებ თუ როგორ ესაუბრებოდა ღმერთი ენკი შუმერების მეფეს

image



სახის საცხი, რომელიც დაახლოებით 2 ათასი წლისაა. მარსისადმი მიძღვნილ ტაძარში ნაპოვნი ეს არტეფაქტი, მსოფლიოში უძველეს ცნობილ კოსმეტიკურ პროდუქტად ითვლება, რომლის სახურავზეც თითის ანაბეჭდებია აღბეჭდილი


image


ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მდებარე ეს მონოლითური ეკლესია, სახელად "Abuna Yemata Guh" ზუსტად 2580 მეტრის სიგრძისაა და მე-5 საუკუნით დათარიღებული ფრესკებით არის გაფორმებული


image


1740 წელს იტალიელი მოქანდაკის აგოსტინო ფასოლატოს მიერ მარმარილოსგან გამოკვეთილ სკულპტურაზე "აჯანყებული ანგელოზების დაცემა" 60 ანგელოზია გამოსახული



image


ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნის ეგვიპტელი ადამიანის პორტრეტი, რომელიც თავისი ხვეული თმით არის ცნობილი


image


ვენეციის რესპუბლიკის ყოფილი მეთაურისთვის, ფრანჩესკო მოროზინისთვის (1619-1964 წწ) სპეციალურად შექმნილი ბიბლია შიგნით დამალული იარაღით. ბიბლიის მეპატრონეს გასროლა დახურული წიგნიდანაც კი შეეძლო, ამისთვის კი მხოლოდ აბრეშუმის სანიშნის გამოწევა იყო საჭირო. ნამუშევარი ამჟამად ვენეციის კორერის მუზეუმშია გამოფენილი


image



განძზე მონადირემ, რომელიც ამერიკაში შერვუდის ტყეში მოგზაურობდა, შემთხვევით შუა საუკუნეების დროინდელი საფირონის თვლიანი ოქროს ბეჭედი იპოვა. ექსპერტების აზრით, ამ ბეჭდის ისტორია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება, რობინ ჰუდის ლეგენდას უკავშირდება!


image


1928 წელს პერუში, პარაკასის ნახევარკუნძულზე ბევრი "მოგრძო" ფორმის თავის ქალა იქნა აღმოჩენილი. როგორც ირკვევა, ძვ.წ 800-100 წლამდე ადგილობრივები შუბლის დასაგრძელებლად თავს მჭიდროდ იკრავდნენ, შესაბამისად, თავის ქალა დეფორმირდებოდა


image


ეს სილამაზე კი ცინის დინასტიიდან შემორჩენილი ნეფრიტის ფოთლები და ამეთვისტოს ქვისგან დამზადებული ყურძნის მტევანი გახლავთ, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი









0
312
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
312