x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე შთამბეჭდავი და საუცხოო კაბები Met Gala 2024 -დან
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




image


მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.





პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.






მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?




დღევანდელ სტატიაში ვნახავთ კრებულს, სადაც მოცემულია ყველაზე შთამბეჭდავი და საუცხოო კაბები Met Gala 2024 -დან. ქრონოლოგიას კი ბოლო ადგილებიდან მოვყვები.



ყველაზე შთამბეჭდავი და საუცხოო კაბები Met Gala 2024 -დან





15. მომღერალ ტაილას კაბა თითქოს ქვიშისგან არის შეკერილი. image





14. ირინა შეიკის კაბა ჰაერის ელემენტს განასახიერებს. სხვათა შორის, მან თავად მიიღო მონაწილეობა მასზე მუშაობაში.image





13. მონა პატელის კაბაზე პეპლები თითქოს ცოცხლები იყვნენ.image





12. ელ ფენინგი კვლავ პრინცესად გადაიქცა.image





11. ჯიჯი ჰადიდს ახალ მერილინ მონროს ეძახდნენ. გამოსახულების ერთ-ერთი "ფიშკა" მის ფრჩხილებშია.image





10. ეიზა გონსალესი ფერიის სახით გამოჩნდა. მისი კაბის მრავალშრიანი სტრუქტურა გასაოცარი გახდა. image





9. JLo-ს კაბის შექმნას 800 საათზე მეტი დასჭირდა.image





8. ტეილორ რასელის კორსეტმა ყველა განაცვიფრა. image





7. არიანა გრანდეს კაბის დიზაინი შთაგონებულია მარგალიტისგან.image





6. ზენდაიას კაბა... ყურძნით იყო მორთული!image





5. კენდალ ჯენერი პირველია, ვინც ჟივანშის საარქივო კაბა ჩაიცვა 100000 მძივით!image





4. მოდელი ანოკ იაის მთელი სამოსი სვაროვსკის თვლებით იყო მორთული.image





3. ბრუნა მარკესინმა აირჩია კაბა ტრენდული ღია ზურგით. image





2. ემა ჩემბერლენმა აირჩია გოთური სტილი.image





1. მინდი კალინგი გაშლილ ყვავილს ჰგავდა. image


0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0