კაბები 14 ვარსკვლავის სამოსი, რომელიც სავსე იყო საიდუმლო მნიშვნელობით და ვერ შევამჩნიეთ 16 ივნისი, 21:28 ხანდახან ვუყურებთ ვარსკვლავების ჩაცმულობას და ვფიქრობთ: „კარგი, კაბა და კაბა“. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის ქამარი საკუთარი თავისადმი სიყვარულის ოდად და რევოლუციად იქცა, ხოლო მთელი ჩაცმულობა სხვა ადამიანის პატივისცემის ნიშანია. სწორედ ასეთ ნიშნებს ვეძებდით. ლუპიტა ნიონგოს კაბა ოსკარის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კაბად ითვლება. ნაზი ცისფერი შეფერილობა უმიზეზოდ არ აურჩევია. მსახიობს ეს ფერი მშობლიურ ნაირობს აგონებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბეჭედი, ბაყაყის ფორმის, სპეციალურად მისთვის შეიქმნა. თურმე ბაყაყი მსახიობის ოჯახის თილისმაა და ამით ბეჭედი სახლის კიდევ ერთი შეხსენება გახდა. 2019 წლის Met Gala-ზე ჯიჯი ჰადიდის კაბის დიზაინერმა აღიარა, რომ თავისი ქმნილებით პატივი მიაგო მომღერალ შერს. ელე ფენინგის ჯადოსნური კაბა თითქოს ჩიტებს უჭირავს. ზუსტად ისე, როგორც მულტფილმში „კონკია“, რომელიც თითქმის 70 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა. კიმ კარდაშიანის საკულტო კაბა, გამაოგნებლად გამოკვეთილი წელით ვარსკვლავის მშობლიური შტატის მინიშნება იყო. ოქროსფერი ქვიშა, ოკეანე და კიმი, თითქოს ახლახან წყლიდან ამოსული. 2021 წელს კაია გერბერმა პატივი მიაგო ბიანკა ჯაგერს და პატარა დეტალებამდე გაიმეორა 1981 წლის ჩაცმულობა. მათ შორის ვარცხნილობაც. კენდალ ჯენერის ჩაცმულობაც ლეგენდაზე მინიშნება იყო. Givenchy-ის სახლის კრეატიულმა დირექტორმა შექმნა კაბა ოდრი ჰეპბერნის ჩაცმულობის შთაგონებით, რომელიც ფილმში „ჩემი მშვენიერი ლედი“ ეცვა. სხვათა შორის, ოდრის კაბაც Givenchy-ის სახლში შეიქმნა.2021 წელს ზენდეიამ ჩაიცვა ზუსტად იგივე კაბა, რომელშიც ბიონსემ მთელი მსოფლიო მოხიბლა თავისი ჰიტით „Crazy in Love”. მაშინ, წლების წინ, კაბა კონცერტისთვის შესაფერისი რომ ყოფილიყო, მომღერალმა უბრალოდ გადაჭრა. ბლეიკ ლაივლი Met Gala 2022-ის ცერემონიაზე გამოჩნდა კაბით, რომელიც სავსე იყო მინიშნებებით. ლაივლის კაბის წინა მხარე შთაგონებული იყო ემპაირ სტეიტ ბილდინგით. კაბის კუდზე აღიბეჭდა ნიუ-იორკის ცენტრალური სადგურის ცნობილი ჭერი. გვირგვინი შეღებილი იყო ბრინჯაოსფერში და მწვანეში თავისუფლების ქანდაკების შესაბამისად.დუა ლიპამ „გრემის“ ცერემონიისთვის აირჩია კაბა, რომელშიც სინდი კროუფორდი უკვე ბრწყინავდა. 30 წლის წინ. სარა ჯესიკა პარკერის 2022 წლის Met Gala-ს სამოსი არა მხოლოდ წარმოაჩენდა მე-19 საუკუნის მოდას. იგი შთაგონებული იყო ელიზაბეთ კეკლის ანსამბლით - გამორჩეული მკერავი, დიზაინერი, მწერალი, ფილანტროპი და საზოგადო მოღვაწე.უმა თურმანის ჩაცმულობა ოსკარზე უბრალოდ ელეგანტურად და კლასიკურად გამოიყურებოდა. შემდეგ დაიწყო ცეკვა სცენაზე ჯონ ტრავოლტასთან ერთად და „მაკულატორაზე“ მინიშნება აშკარა გახდა. „გრემის“ 62-ე დაჯილდოებაზე გვენ სტეფანი წარსდგა კაბით, რომელიც მთლიანად ნიჟარებით დაფარული იყო. საქმე იმაშია, რომ მომღერლის ქმარი დიდი ხანია აგროვებს ნიჟარებს მისთვის. Dolce&Gabbana-ს დიზაინერებმა კი გადაწყვიტეს ეს კოლექცია მოდის ხელოვნების ნიმუშად ექციათ.1997 წელს მერაია კერი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მოკლე ტოპით და ქვედაბოლოთი თვალწარმტაცი ჭრილებით. ამ სამოსს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩანს. მანამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალი შეყვარებულს დაშორდა, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა, რა და როგორ ჩაეცვა. ასე თამამი ჩაცმულობა მოპოვებული თავისუფლების ნამდვილი სიმბოლო გახდა.მეგან მარკლმა არაერთხელ დაარღვია სამეფო ტრადიციები და მისი ჩაცმულობა ვაჟის დაბადების შემდეგ გამონაკლისი არ გახდა. მშობიარობიდან 2 დღის შემდეგ მეგანი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა კაბით, რომელიც მიზანმიმართულად ხაზს უსვამდა მუცელს. ამით აჩვენა, რომ შეცვლილი ფორმების არ რცხვენია. როგორც წესი, სამეფო ოჯახის ქალბატონები მშობიარობის შემდეგ იცვამენ მოცულობით კაბებს ფორმების დასამალად.ასევე დაგაინტერესებთ: 20 ყველაზე კაშკაშა ჩაცმულობა Met Gala 2024-დან, რომლებმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 16 მაგარი სამოსი, რომელიც სრულიად განსხვავებულად გამოიყურება ტანწერწეტა მოდელებზე და ვარსკვლავებზე 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო 17 ვარსკვლავი, რომლებმაც საცვალი ტანსაცმლის ქვეშ არ დამალეს, არამედ იმიჯში ოსტატურად ჩასვეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება 412 1-ს მოსწონს |