პროზა "ისევ ამერიკელის და რუსის ხელის და ნების შემყურეები ვართ და იმდენი ღირსებაც არ გაგვაჩნია, რომ..."-ოტია იოსელიანის სიკვდილისწინა მონოლოგი 16 ივნისი, 16:56
16 ივნისს (1930)დაიბადა მწერალი და დრამატურგი ოტია იოსელიანი, კაცი რომელიც გამორჩეული ნაწარმოებების გარდა საოცარი ენაკვიმატობით და ბრძნული გამონათქვამებით გამოირჩეოდა, რომელიც დღეს ხალში ციტატებად არის გაფანტული.
დღეს გთავაზობთ ოტია იოსელიანის 2011 წლის მონოლოგს, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს: — სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ. ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დიდი მეგონა. გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც. სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი. - გული მწ ყ დ ე ბ ა აქოურობაზე. ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო. — არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთაბრძენი. ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მ ი ყ ვ ა რ ს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები. ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რომ ვ ტ რ ა ბ ა ხ ო ბ თ - საქართველო ს ა მ ო თ ხ ე ა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო - ასე დავუფასეთ, რომ ჯ ო ჯ ო ხ ე თ ა დ ვაქციეთ აქაურობა ს ა კ უ თ ა რ თავს მოვუწყვეთ კ უ პ რ ი თ სავსე, ცოდვით ადუღებული ყ ო ფ ა! — სამოთხეში არც პ უ რ ი ჭირს, არც წ ყ ა ლ ი და არც ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს დეფიციტია. ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მ ა ძ ღ ა რ ი გვყავს, სხვის დ ა მ შ ე უ ლ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვ ა მ ჩ ნ ე ვ თ, ესაა სიყვარული?!. უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გ ზ ა. და მით უფრო, 2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის, თუ მოხუცს პ ე ნ ს ი ა არ ექნა და უწამლობით მ ო მ ი კ ვ დ ა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა. — საქართველოს ქალაქებში და სოფლებში კი მასობრივად შ ი მ შ ი ლ ო ბ ს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას გ ვ ა პ ა ტ ი ე ბ ს ღმერთი! ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის ს ა ზ ღ ვ ა რ გ ა რ ე თ გადახვეწილი, მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს! — რ ე ფ ო რ მ ე ბ ი ო რომ გაიძახით, რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტ რ ა დ ი ც ი ა ს თ ა ნ, მორალთან და ისტორიასთან შედარებით! — გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვ ე რ მ ე ვ ე ს წ ა რ ი. - ისევ ამერიკელის და რუსის ხ ე ლ ი ს და ნების შ ე მ ყ უ რ ე ე ბ ი ვართ და იმდენი ღ ი რ ს ე ბ ა ც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მ ი ვ ყ ი დ ო თ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ გ ე ვ ი შ ვ ი რ ო თ ხელი. — ჩვენს ქვეყანას ასე რომ უ ჭ ი რ ს, ამისი ერთ-ერთი მ ი ზ ე ზ ი ისიცაა, რომ უფროსი ხალხის “ჩ ა რ ე ც ხ ვ ა" მეინდომა ახალმა თაობამ და ხელისუფლებამ. ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ო ქ რ ო ს ფ ა ს ი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას. ს ა ძ ი რ კ ვ ლ ი ს გარეშე ინდომეს ახალი სახლის ა შ ე ნ ე ბ ა და ამიტომ ი ნ გ რ ე ვ ა გოუმაგრებელი კედლები. — არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე ქართველებს და არც - უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭ კ უ ა და ღ ი რ ს ე ბ ა რომ გვქონოდა, მეტად რომ გვყვარებოდა და შ უ რ ი თ დაბრმავებულებს ა რ წ ა გ ვ ე ქ ც ი ა ერთმანეთი, კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის.'' 264 3-ს მოსწონს |
სულ ვამბობ,ყველა ჩვენს უბედურებაზე პასუხი და გამოსავალი არის ჩვენივე ისტორიაში,წაიკითხეთ და გაანალიზეთ,ყველაფერი იქ წერია. ილიას პლაკატებით დარბიხართ და რასაც ამ პლაკატზე წერთ იმის შინაარსაც ვერ გებულობთ,ხოდა იმ უცხოეთში ვის რა ჭირად უნდევხართ? აწმყო შობილი წარსულისგან საწიდანრია მომავლისაო,ხოდა აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ? ყველაზე ძლიერი ქვეყანა გვქონდა დავითის დროს და მერე,რა გააკეთა იმ კაცმა ისეთი რო ასეთი ქვეყანა დატოვა? გელათის და იყალთოს აკადემიები ხო არ დაარსა აქ? ხო არ გეუბნებით რო ფარნავაზი ან ფარსმანზე იცოდეთ რამე,დავითის ეპოქა მაინც შეისწავლეთ. ისე კი არა,როგორც სკოლებში ასწავლიან,შინაარსობრივად და კრიტიკულად.