x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ისევ ამე­რი­კე­ლის და რუ­სის ხელის და ნე­ბის შემყურეები ვართ და იმ­დე­ნი ღირსებაც არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ..."-ოტია იოსელიანის სიკვდილისწინა მონოლოგი
image

16 ივნისს (1930)დაიბადა მწერალი და დრამატურგი ოტია იოსელიანი, კაცი რომელიც გამორჩეული ნაწარმოებების გარდა საოცარი ენაკვიმატობით და ბრძნული გამონათქვამებით გამოირჩეოდა, რომელიც დღეს ხალში ციტატებად არის გაფანტული.


დღეს გთავაზობთ ოტია იოსელიანის 2011 წლის მონოლოგს, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს:




— სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ.

ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დიდი მეგონა.


გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც.

სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი. - გული

მწ ყ დ ე ბ ა აქოურობაზე.


ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო.



— არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთაბრძენი. ქართველი ვარ,

ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მ ი ყ ვ ა რ ს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები.

ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

რომ ვ ტ რ ა ბ ა ხ ო ბ თ - საქართველო ს ა მ ო თ ხ ე ა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო - ასე დავუფასეთ,

რომ ჯ ო ჯ ო ხ ე თ ა დ ვაქციეთ აქაურობა

ს ა კ უ თ ა რ თავს მოვუწყვეთ

კ უ პ რ ი თ სავსე,

ცოდვით ადუღებული ყ ო ფ ა!

— სამოთხეში არც პ უ რ ი ჭირს,

არც წ ყ ა ლ ი და არც

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს დეფიციტია.

ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი

ცოლ-შვილი მ ა ძ ღ ა რ ი გვყავს, სხვის დ ა მ შ ე უ ლ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვ ა მ ჩ ნ ე ვ თ, ესაა სიყვარული?!.



უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გ ზ ა. და მით უფრო,

2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის,

თუ მოხუცს პ ე ნ ს ი ა არ ექნა და უწამლობით მ ო მ ი კ ვ დ ა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა.



— საქართველოს ქალაქებში და სოფლებში კი მასობრივად

შ ი მ შ ი ლ ო ბ ს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას

გ ვ ა პ ა ტ ი ე ბ ს ღმერთი!



ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის

ს ა ზ ღ ვ ა რ გ ა რ ე თ გადახვეწილი,

მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს!

— რ ე ფ ო რ მ ე ბ ი ო რომ გა­ი­ძა­ხით,

რად მინ­და მე ამე­რი­კე­ლი­სა და

რუ­სის ნას­წავ­ლე­ბი უნარ-ჩვე­ვე­ბი თუ რა­ცხა უბე­დუ­რო­ბა,

რო­მელ­საც კა­პი­კის სა­ღი­რა­ლი არა აქვს ჩემს ტ რ ა­ დ ი­ ც ი­ ა ს­ თ ა ნ,

მო­რალ­თან და ის­ტო­რი­ას­თან

შე­და­რე­ბით!



— გული მწყდე­ბა, რომ ვკვდე­ბი და წაღ­მა მოტ­რი­ა­ლე­ბულ

სა­ქარ­თვე­ლოს ვ ე რ მ ე­ ვ ე ს­ წ ა­ რ ი.

- ისევ ამე­რი­კე­ლის და რუ­სის

ხ ე­ ლ ი ს და ნე­ბის შ ე მ­ ყ უ­ რ ე­ ე­ ბ ი ვართ და იმ­დე­ნი ღ ი რ­ ს ე­ ბ ა ც არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ რუსს ჩვე­ნი მიწა და წყა­ლი არ მ ი ვ­ ყ ი­ დ ო თ და მერე გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლებ­მა ამე­რი­კუ­ლი

პუ­რის სა­მა­თხოვ­როდ არ

გ ე­ ვ ი შ­ ვ ი­ რ ო თ ხელი.

— ჩვენს ქვე­ყა­ნას ასე რომ უ ჭ ი რ ს, ამი­სი ერთ-ერთი მ ი­ ზ ე­ ზ ი ისი­ცაა, რომ უფ­რო­სი ხალ­ხის

“ჩ ა­ რ ე­ ც ხ ვ ა" მე­ინ­დო­მა ახალ­მა თა­ო­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

ისეთ ხალ­ხს ჩა­აკ­მენ­დი­ნეს ხმა,

ო ქ­ რ ო ს

ფ ა ს ი რომ ადევს მათ სი­ტყვას და გა­მოც­დი­ლე­ბას.

ს ა­ ძ ი რ­ კ ვ ლ ი ს გა­რე­შე ინ­დო­მეს ახა­ლი სახ­ლის ა შ ე­ ნ ე­ ბ ა და

ამი­ტომ ი ნ­ გ რ ე­ ვ ა გო­უ­მაგ­რე­ბე­ლი კედ­ლე­ბი.

— არც რუ­სის სას­წავ­ლე­ბე­ლი

გვქონ­და რამე ქარ­თვე­ლებს და არც - უის­ტო­რიო ამე­რი­კე­ლე­ბის, მეტი

ჭ კ უ ა და

ღ ი რ­ ს ე­ ბ ა რომ გვქო­ნო­და,

მე­ტად რომ გვყვა­რე­ბო­და და

შ უ­ რ ი თ დაბრმა­ვე­ბუ­ლებს

ა რ წ ა გ­ ვ ე ქ­ ც ი ა ერ­თმა­ნე­თი,

კვან­ტის და­დე­ბით არ დაგ­ვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენ­ზე ჭკვი­ა­ნი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბის­თვის.''

1
223
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
223
  
ესეც მე ვარ :) როცა ვამბობ იგივეს,ოღონ სხვა სიტყვებით,ამბობენ რო საქართველოს მოძულე ვარ... სწორია,ჩვენი ისტორიის და მორალის ქვეყანას სხვისი შემყურე არ უნდა ვიყოთ,მარა ვართ. ახალგაზრდობა(უფრო მჩხავანა კატებები) იმას კი არ ამბობს,საქართველოში მოეწყოს კარგი უმაღლესი სასწავლებელები,ევროპებში და ამერიკებში გვინდა ვისწავლოთო. ხოდა შე შობელძღლო,იქ ისწავლე და მერე? აქ რო ჩამოხვალ,ეგ შენი ცოდნა ვის უნდა დააყვედრო ან მოუყვე? გამოდის რო იქ უნდა დარჩე და იქვე მოკვდე. მარტო ცოდნაც არ არის,ჩამოხვალ აქ და უცნაურად მოგეჩვენება შენი ქვეყანა,სხვა ქვეყანა სხვა მორალურ ღირებულებას გაგივითარებს და არ მოგეწონება შენი,მერე ვერაფერს გაგებინებ აქოაურებს და შეგძულდებიან. ამდენ დავიდარებას,არ ჯობია რო აქ იყოს მაღალი ხარისხის სწავლა შესაძლებელი,ცოდნა ამ ქვეყნის მორალს შეუზავო და ასე გამოადგე შენს თავსაც და ქვეყანასაც? მარა არა,მერე ინფრნალური პეტუხები ვინ იქნებიან და ვინ შეითავსებენ ამ როლს აქ.

სულ ვამბობ,ყველა ჩვენს უბედურებაზე პასუხი და გამოსავალი არის ჩვენივე ისტორიაში,წაიკითხეთ და გაანალიზეთ,ყველაფერი იქ წერია. ილიას პლაკატებით დარბიხართ და რასაც ამ პლაკატზე წერთ იმის შინაარსაც ვერ გებულობთ,ხოდა იმ უცხოეთში ვის რა ჭირად უნდევხართ? აწმყო შობილი წარსულისგან საწიდანრია მომავლისაო,ხოდა აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ? ყველაზე ძლიერი ქვეყანა გვქონდა დავითის დროს და მერე,რა გააკეთა იმ კაცმა ისეთი რო ასეთი ქვეყანა დატოვა? გელათის და იყალთოს აკადემიები ხო არ დაარსა აქ? ხო არ გეუბნებით რო ფარნავაზი ან ფარსმანზე იცოდეთ რამე,დავითის ეპოქა მაინც შეისწავლეთ. ისე კი არა,როგორც სკოლებში ასწავლიან,შინაარსობრივად და კრიტიკულად.
0 1 1