x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნეტავ ვიცოდე, რა ფეხებად გინდათ უღირსებოს მიერ გადმოცემული ,,ღირსების ,,მენდლები''?!"-გელა ზედელაშვილი
image

თქვენი გამკვირვებია, რაააა... აი, თქვენი გამკვირვებია!
ბოლო ორი თუ სამი დღეა, ერთი ამბავი გაქვთ ატეხილი, სალომე ბაბომ ფეხბურთელები ღირსების “მენდლებით'' არ დააჯილდოვაო, სია გადაცემულია და ვითომც არაფერიო, “ჩუსტვა'' არ აქვსო. ახლა სალომე ბაბოს სია გამოუქვეყნებია, ეს “ფეღბურთელები'' უნდა დავაჯილდოვო “მენდლებითო'' და ისევ ატყდა ამბავი - სიაში ზოგიერთი აკლია, ამოუღიაო.
ხალხო!
მოღალატე პღეზიდანი “მენდლებს'' რომ გირიგებდეთ, თქვენ უკან უნდა აყრიდეთ, რაში გჭირდებათ უღირსებოს მიერ ჩამორიგებული “ღირსებები''?
ახლა, თუ დანარჩენ ფეხბურთელებს კაცობა და ღირსება გააჩნიათ, საერთოდ უარი უნდა თქვან მაგ ე.წ. დაჯილდოებაზე ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ აპირებდა და ძალად წართმეული გამოდის და მეორეც - ერთ ნაწილს აძლევს, მეორე ნაწილს არა, ეგ სადაური წესია?
ამ ამორალური არსების ხელიდან “ღირსების ორდენი'' რანაირად უნდა აიღოთ, თავმოყვარეობა აღარ გაქვთ?!
არა, მე მესმის, ეს ჯილდო მისი საკუთრება არ არის, ეს სახელმწიფოს მიერ გამოხატული პატივისცემა და დაფასებაა, მეგრამ იმასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაძლევს და რანაირად გაძლევს? ბაბომ საერთოდ დაიკიდა, არ აპირებდა, განცხადებები რომ არ გაკეთებულიყო, გაატარებდა და იცით, რატომ? ერთი-ორმა კი წაიჩუჩუნა - “ალა ლუსულ კანონსო'', მაგრამ ძირითადი ბირთვი მაინც არ აჰყვა ბრიყვულ კამპანიას.
აი, ეს არ მოეწონა დაბოღმილ ბაბოს, ეს არ ეპიტნავა ლობიონაჭამზე, თორემ ორბელიანების სასახლეში “აღლუმსაც'' გამართავდა და თავისი ჩიქორთული ქართულით ნახევარსაათიან “რეჩსაც'' დაარტყამდა.
ისე, მე თუ მკითხავთ, ვინც ბაბოს სია გაუგზავნა და თან განცხადებაც დაურთო, ფეხბურთელები ამისა და ამის გამო უნდა დავაჯილდოვოთო, სიაც და განცხადებაც უკან უნდა გაიწვიოს და თხოვნა თუ მოთხოვნა საერთოდ გააუქმოს.
ნეტავ ვიცოდე, რა ფეხებად გინდათ უღირსებოს მიერ გადმოცემული “ღირსების “მენდლები''?!"-წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
ცნობისათვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ 2024 წლის 23 მაისით თარიღდება. მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება სექტემბერში, თბილისში საქართველოს ნაკრების მორიგი შეკრების დროს. პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს.

პრეზიდენტმა ფეხბურთელების გარდა, ჯილდოები გადასცა მწვრთნელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და ნაკრების პერსონალს.

სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ „ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“.


ღირსების მედალი კი სალომე ზურაბიშვილმა გადასცა ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბსა და ასისტენტ მწვრთნელს. ისინი დაჯილდოვდნენ „ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის ხელშეწყობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის“.

image


image
imageimage

0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0